ყველაზე ლამაზი ღამე

1.8K 117 30
                                    

  დაძაბული ველოდები იმას, თუ როგორ მიიყვანს ალექსანდრე მიას. ძლივს გავიარე ეტაპი, სადაც ლილესა და ქეთას წინაშე ისე ვიქცეოდი, თითქოს ის მიას, ჩემთვის არც ისე კარგად ნაცნობი ძმა იყო, რომელთანაც მხოლოდ მეგობარი მაკავშირებდა. ქეთას კი წამოსცდა ვიცი, რომ ბავშვობაში მაგრად მოგწონდაო, მაგრამ სასწრაფოდ შევაწყვეტინე.

- ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა...

- ბლა, ბლა, ბლა, - ქეთას მობეზრებული ტონი მომესმა და კინაღამ სიცილი ავტეხე. მაგიდასთან ვიდექით და ბედნიერი შევცქეროდით ძმის მოსვლითა და საყვარელ მამაკაცზე დაქორწინებით გახარებულ მია ხერგიანს.

- რამდენი დალიე?

- ბევრი! - პირდაპირ მომახალა დადვანმა.

- მხოლოდ შამპანიური?

- ბექა მომწონს.

- რაოო? - ყველაფერს ვიფიქრებდი, ამის გარდა.

- მეზიზღება, მართლა ვერ ვიტან, მაგრამ მომწონს.

- ურთიერთგამომრიცხავ გრძნობებზე რომ საუბრობ, თუ ხვდები? - ჭიქა ხელიდან გამოვაცალე.

- სულაც არა, - სევდიანად ამოილაპარაკა. - თავიდან ერთი გარყვნილი ტიპი მეგონა, მგონი არის კიდეც, მაგრამ მივხვდი, რომ პირდაპირია. იცი, ქალებს კაცები აკვირდებიან, ეს ბუნებრივი მოვლენაა, მეცნიერულად დადასტურებული მორიგი ფაქტი. უბრალოდ ზოგი ჩუმად აკეთებს ამას, ზოგი - პირდაპირ. ბექა გარყვნილია, მაგრამ მოღალატე არ ჩანს.

- რა გიქნა ამისთანა პატივცემულმა მინდიაშვილმა?

- არ ვიცი. უბრალოდ... კარგი ადამიანია. აი, ცუდი ტიპების კარგ ბიჭობას რომ ამტკიცებენ ხოლმე, მასე არაა. ეს ნამდვილად კარგია. რაც მასთან ვმუშაობ, ბევრს დაეხმარა, ასწავლა, ხელი გაუმართა, სასიამოვნოდ საუბრობს, თუმცა მაგიჟებს ის ფაქტი, რომ მანიპულატორია.

- ქეთევან დადვანი თუ მოხიბლა, ცუდს არ ველი.

- ვერ ვიტან!

წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt