მომიყევი

1.5K 119 47
                                    

პირველად რომ ალექსანდრე გავიცანი, თავის მეგობარი ნიკას დაცვას ცდილობდა.

ერთხელ, როცა გილაურმა ველოსიპედზე ნახტომების კეთება გადაწყვიტა, ალექსი იყო ის, ვინც მამამისის მანქანა უნებართვოდ დაქოქა და მეგობარი საავადმყოფოში გააქცუნა მოტეხილი ფეხის გამო.

გილაური დედ-მამას ფინანსური პრობლემებისაგან გამოწვეულ ჩხუბს ყოველთვის ალექსის სახლში გაურბოდა.

სულ რომ სამყარო ყოფილიყო წინააღმდეგი, მათი მეგობრობა მაინც არ დასრულდებოდა, ვერაფერი აიძულებდათ ერთმანეთის შეძულებას.

მე მინახავს ნიკა, რომელიც, როგორც ყველა კაცი, ძალიან იშვიათად ტიროდა, მაგრამ ტიროდა მხოლოდ ალექსანდრესთან, მხოლოდ მასთან შეეძლო, ყოფილიყო ნამდვილი. მხოლოდ მას გადაუშლიდა გულს და მოუყვებოდა პრობლემებზე.

მე მინახავს ალექსანდრე, რომელიც ჩუმად ეხმარებოდა ნიკას მამას ფინანსური პრობლემების მოგვარებაში.

მინახავს ნიკა, რომელიც ალექსანდრეს ოჯახის წევრებს ყოველთვის თბილად, ყურადღებითა და სიყვარულით ეპრყრობოდა.

მინახავს ალექსანდრე, რომელიც არავის გააბედინებდა გილაურზე ან მის ოჯახზე რაიმე ცუდის თქმას.

მინახავს მათი მეგობრობა.

მინახავს მათი სიყვარული.

მინახავს მათი ურთიერთპატივისცემა.

მინახავს მათი თავდადება.

მინახავს ყველაფერი, რასაც ალექსისა და ნიკას ურთიერთობა, მათი მეგობრობა ერქვა.

ამიტომ ვერა! ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ ალექსანდრე ხერგიანი ნიკა გილაურს რამეს დაუშავებდა.

- ეცადე, თვალში არ მომხვდე! - ცივად ვეუბნები დემეტრეს და ვშორდები.

ჩქარი ნაბიჯებით მივიწევ სახლისაკენ, რადგან მცივა. შინაგან სიცივეს ვგრძნობ და სული მეხუთება. მერე ტანში სიცივის მაგივრად თითქოს ცეცხლს ვგრძნობ, თავი მეწვის და მგონია, ყურებიდან სისხლი მომდის.

წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)Where stories live. Discover now