დაუგეგმავი ბავშვი

1.8K 111 44
                                    

  მე ხომ უკვე ვთქვი, ჩემი საყვარელი ფერი ყოველთვის ცისფერი რომ იყო. ახლა კი თეთრ ოთახში მყოფს, საშინლად მინდა აქედან გაქცევა.
ექთანი რამდენიმე წუთის წინ შემოვიდა და გარკვევით მითხრა, რომ შემიძლია წავიდე, რომ მას ვერაფრით დავეხმარები, რომ ისედაც კარგადაა და იმდენი დამამშვიდებელი აქვს მიღებული, რომც გამოფხიზლდეს პანიკაში აღარ ჩავარდება.

  ძლივს ვახერხებ საავადმყოფოს სავარძლიდან წამოდგომასა და ტანსაცმლის შესწორებას. მერე ოთახს ვტოვებ. დერეფანში მყოფ ხალხს ვაიგნორებ.

  საბოლოოდ გავდივარ საავადმყოფოდან.

  გასასვლელის კიბეზევე ვიკეცები, ძალა მერთმევა ფეხებში და ვამჩნევ, ყველაფერი ტრიალს როგორ იწყებს. მანქანების ხმა მესმის, კიდევ ხალხის ხმაც, მაგრამ მერე ყველაფერი ქრება და ვიაზრებ, რომ მარტო ვარ.

  მარტო ვარ საშინელი სიტყვების წინაშე:

"დაუგეგმავი ბავშვი ყოველთვის შეცდომაა"

"დაუგეგმავი ბავშვი ყოველთვის შეცდომაა"

"დაუგეგმავი ბავშვი ყოველთვის შეცდომაა"

"დაუგეგმავი ბავშვი ყოველთვის შეცდომაა"

  მაშინ, როცა იმდენად გვიანია, ზემოდან მთვარე დამყურებს, საავდმყოფოს ცივ ბეტონის კიბეზე ვარ ჩამომჯდარი, ზევიდან რომ რაღაც ზედაპირით დაუფარავთ, და ვკანკალებ. მთელი ჩემი არსებით ვცდილობ ის გავიაზრო, რაც მოხდა, ხდება და მომავალში შეიძლება მოხდეს.

  ვკანკალებ. მთელი ძალით ვიხვევ მხრებზე ხელს, რათა გავთბე, მაგრამ მაინც ვერაფერს ვახერხებ.
მეშინია.  თავს ვაიძულებ, ცუდზე აღარ ვიფიქრო, მაინც არაფერი გამომდის.

  ვღელავ. მინდა, რომ დავწყნარდე, თუმცა მიღებული დამამშვიდებელიც კი ვერ მშველის.

- ლენა, ადექი. - ალექსი ხელს მავლებს წელში, რათა ამწიოს, მაგრამ არ ვემორჩილები. ძალით არ მინდა, უბრალოდ საკმარისი ენერგია არ მაქვს იმისათვის, რომ ფეხზე დავდგე.

წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)Where stories live. Discover now