თვალებს ვახელ. ვერაფერს ვამჩნევ, გარდა თეთრი ფერისა, რომელსაც ისე აღვიქვამ, როგორც თვალისმომჭრელ სინათლეს.
თვალებს სწრაფად ვხუჭავ და ვახელ. მგონია, რომ თითოული წამწამი მტკივა, თუმცა ვერაფერს ვგრძნობ. კისერს ვწევ. არაფერი მტკივა, თუ საავადმყოფოს უკომფორტო საწოლისგან გამოწვეულ დისკომფორტს არ ჩავთვლით.
ხელებს ვუყურებ. ვხვდებდი, რომ გადასხმა გამიკეთეს, რადგან მარცხნივ, ვენაში კათეტერით მილი მაქვს მიერთებული.
მცივა.
საავადმყოფოს სიფრიფანა თხელი პერანგის ამარად ვარ, ზურგი ერთი თასმით რომ ეკვრება და ყველაფერი გიჩანს. თავს ცუდად ვგრძნობ, რაღაცნაირად დამცირებულადაც კი იმის გამო, რომ ასეთ ფორმაში ვარ.
ფეხებს ვგრძნობ.
ხელებს ვგრძნობ.
სხეულსა და თავზე არაფერი მჭირს.
ვსუნთქავ.
ცოცხალი ვარ.
- ცოცხალი ვარ, - გაუზარებლად ვამბობ ფიქრებს ხმამაღლა.
- რამე მითხარით? - აქამდე შეუმჩნევლად მოძრავ ექთანს ახლაღა ვამჩნევ. მისი ხმა მაკრთობს, რისთვისაც ბოდიშს მიხდის.
- რა მოხდა?
- ტყიდან გამორბოდით. იმ ადგილიდან, საიდანაც დასახლებები შორსაა. გზაზე გამოვარდით და მანქანას გადაუდექით. მერე დაეცით, გაითიშეთ. ასე თქვეს მათ, ვინც საავადმყოფოში მოგიყვანათ.
უცებ ყველაფერი მახსენდება.
რაჭა.
ლილეს სახლი.
გამხელილი საიდუმლო.
ჩემი დაბადების დღე.
ნიკა გილაური და ალექსანდრეს მიერ მისი მკვლელობა.
სახლიდან სასწრაფოდ, გაუფრთხილებლად გამოქცევა.
სირბილი ტყეში.
გზატკეცილი.
ჩემკენ მომავალი მანქანა.
YOU ARE READING
წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)
Romanceალექსანდრეს და ელენეს საერთო წარული აქვთ. წარსულის შესახებ არავინ იცის, ყველაზე ახლო მეგობრებმაც კი. განვლილი დრო თითქოს ყველას დავიწყებული აქვს, ან თავს აჩვენებენ... წარსულს აჩრდილები მოჰყავს... სიყვარულზე უარს ამბობენ, მაგრამ ამ გრძნობა...