დაბრუნება

4.7K 209 55
                                    

  ჩემი საყვარელი ფერი ყოველთვის ცისფერი იყო. მაშინაც კი, როცა პატარა გოგონები წივილით  სთხოვდნენ მშობლებს მაღაზიის ვიტრინიდან დანახულ ვარდისფერ კაბებს, როცა ჩემი ოთახის კედლებს ფერი დაუკითხავად შეურჩიეს, როცა გოგონა და ვარდისფერი ერთმანეთთან სტერეოტიპულ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა, როცა ფსიქოლოგები ამბობდნენ რომ მწვანე ფერი ამშვიდებს, ლურჯი კი უფრო თბილია... მოკლედ, ყოველთვის.

  და ახლა, როცა ფანჯრის მიღმა ცას ვაკვირდები, რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული ვარ და მგონია ყველაზე ლამაზი სანახაობა მაქვს წინ გადაშლილი.

  ცხოვრება გამუდმებით დიდი ცვლილებების ქარცეცხლში ტრიალებს. უკვე მივეჩვიე კიდეც, რომ დიდხანს არაფერი მაქვს... სიმართლე ითქვას, ერთსა და იმავე მდგომარეობაში ვერც ვჩერდები, ამიტომ ამით კმაყოფილი ვარ. დიდხანს თუ ვარ იმავე სოციუმში, იმავე ქუჩაზე, იმავე სახლში... ეს უბრალოდ სუნთქვას მიკრავს და გაქცევის საოცარ სურვილს ბადებს ჩემში.

   ვიღაც რომ თვალყურს ადევნებდეს ჩემ ცხოვრებას, დამცინებდა. საკუთარ თავს მეც დავცინი.   წარმოდგენა არ მაქვს რატომ ვბრუნდები ინგლისიდან საქართველოში, მაშინ როცა ყველაფერი წარსულს ჰქონდა ჩაბარებული განძივით და დიდი კლიტეც დაედო მისთვის, არავის არასოდეს აზრადაც რომ არ მოსვლოდა გახსნა, სწორედ იმიტომ.

  რა მინდოდა ქალაქში, სადაც ძალიან ცოტას ვიცნობდი და ამ ცოტადან კიდევ უფრო ცოტას მოვწონდი? აი მე ხომ კიდევ უფრო ცოტა მომწონდა.   ასე შემცირდა საყვარელი ადამიანების ჩამონათვალი. მათგან მხოლოდ ორი იყო გამუდმებით ჩემთან: ლილე კეკელია და ქეთა დადვანი, ჩემი ორად ორი სანდო ადამიანი. დანარჩენები კი თავად მივატოვე დიდი ხნის წინ, იმ იმედით, რომ საყვარელ ადამიანებს ყოველთვის პატიობენ, ისე როგორც მე ვპატიობდი მათ.

  ახლაც, როცა შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტს ვტოვებ, რა თქმა უნდა, ჩემი  მეგობრები მხვდებიან. მეტი არც არავინ გამიფრთხილებია. საკუთარ დედასაც კი არ დავურეკე. არა,  სიურპრიზს არ ვუწყობ. სინამდვილეში ჩემს დაბრუნებას მხოლოდ მაშინ გაიგებს, როცა დაგროვილი ფულით საკუთარ სახლს ვიყიდი.

წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)Where stories live. Discover now