ერთგულება სიყვარულში

1.6K 113 51
                                    

  მარცხენა ხელს უშველებელი  საბნიდან ვყოფ და ლილეს ნაჩუქარ საათზე ვხედავ, რომ დილის შვიდი საათია.
 
  მადლობელი ვარ გადანაწილებისას ცალკე ოთახში მოხვედრისთვის, რადგან სხვასთან ერთად ძილი არასდროს მომწონდა. რაღაცნაირად უკომფორტოდ ვგრძნობ თავს და ვხვდები, მეც ვწუხდები და გვერდით მწოლსაც ვაწუხებ. ისე კი მხოლოდ ალექსანდრესთან ძილი მომწონს. ზუსტად ვიცი, ერთმანეთს რომ არ ვაწუხებთ, მეტიც მასზე ახლართულს მეძინა და ამით კმაყოფილი ვიყავი.

- თოვს, - ვჩურჩულებ და უცებ ვხტები საწოლიდან. გუშინაც თოვდა, მაგრამ ისეთი სიხარული არ მოუნიჭებია, როგორც ახლა. გუშინდელი საღამოს გახსენება მტკივნეულ განცდებს აღძრავს ჩემში. 

   მე და ალექსი გვიანობდამდე ვიდექით ერთმანეთზე ჩახუტებული და მე წარსულის გარდა არაფერზე მეფიქრებოდა. ეს კი ყველაზე მტკივნეული რამ იყო, რამეთუ ზუსტად ვიცოდი, მისგან თავს ვერასოდეს დავაღწევდი. რაც არ უნდა კარგად განვითარდეს მოვლენები, მაინც მემახსოვრება მომხდარი და ეს ბედნიერიების ბოლომდე შეგრძების საშუალებას არ მომცემს.

- მეგონა გეძინა, - ლილე თავს ყოფს კარში.

- შემაშინე, - გულზე ხელს ვიდებ და ვანიშნებ, რომ შემოვიდეს.

- ქეთას საშინელი ძილი აქვს, - განმარტავს, როცა ჩაშავებულ უპეებსა და გამოუძინებელ თვალებზე ვანიშნებ.

- ხო... გაგონილი მაქვს, - ქეთამ პატარაობიდან მოყოლებული საშინელი ძილი იცოდა. ვისთანაც არ უნდა წოლილიყო, მუდამ დიაგონალზე წვებოდა და ალაგ-ალაგ ხვრინავდა, ამის გამო ხშირად დავცინოდით.

- დიდი ხანია, გღვიძავს?

- ახლახანს გავიღვიძე.

- მომენატრე, - მიღიმის და მოულოდნელად მეხუტება. მე მაშინვე ვიშორებ, რადგან ვიცი, ასეთ რამეებს მთლად უმიზეზოდაც არ ამბობს ხოლმე.

- რაღაც ისეთის სუნი მცემს, მოსაყოლად რომ ღირს და ვერაფრით გადაგიწყვეტია, თქვა თუ არა.

წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)Onde histórias criam vida. Descubra agora