აგირჩიე

2.3K 140 103
                                    


ზუსტად სამი წუთი მიყურებდა გაუნძრევლად, ზუსტად სამი წუთი შემომყურებდა ცინიკური ღიმილით გაცისკოვნებულ სახეზე და ზუსტად სამი წუთი თვალიც არ დაუხამხამებია.

მერე ვცადოთო, ერთი ეს თქვა და ისე უცებ გამოქანდა ჩემკენ, ვერაფრით მოვასწარი სიტუაციაში გარკვევა. წამებში უკვე ზურგზე ვყავდი მოგდებული და ლიფტს იძახებდა. რა აღარ გავაკეთე, სად აღარ ჩავარტყი, რით აღარ დავემუქრე, მაინც ვერ შეაცვლევინე აზრი.

აი ასე ავღმოვჩნდით ბაკურიანისკენ მიმავალ გზაგზე...

- ბოლოჯერ ვამბობ, გააჩერე მანქანა!

- ღვედი შეიკარი, ლენა. - მშვიდი ხმით მითხრა, დაახლოებით ისე, ბავშვებს რომ ესაუბრებიან ხოლმე.

- ალექსანდრე, ნუ სულელობ, - ამჯერად მშვიდად ვცადე საუბარი. - გთხოვ, არ ღირს ამის გაკეთება.

- არც იმის უფლებას მოგცემ, რომ მარტო დამტოვო და ზუსტად იმავენარიად შეხვდე ახალ წელს, და მით უმეტეს არც იმის, რომ მერაბთან ერთად წახვიდე ბაკურიანში.

- არსად არ წავალ. ეს ყველაფერი მხოლოდ შენ გასაბრაზებლად ვთქვი.

- ეგ თავიდანვე ვიცოდი, ძვირფასო, -ირონიულად ჩამიღიმა. - მაგრამ რადგანაც შენი სურვილების შესრულება მიყვარს, შევხვდეთ ახალ წელს ბაკურიანში.

- გეყოფა! - დავუყვირე. - ვერ გადაწყვეტ, რა უნდა გავაკეთო, ვერაფერს ამიკრძალავ და ვერ მაიძულებ, შენ ნებაზე ვიარო!

მანქანა უეცრად გადავიდა გვერდით და იმ ადგილას გაჩერდა, სადაც ხეები იყო. ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ შანსის გამოყენებას ვაპირებდი. ვერავინ მაიძულებდა ის გამეკეთებინა, რაც არ მსურდა.

- დაკეტილია, - მშვიდი ხმით თქვა ალექსანდრემ და მანქანის კარისკენ წაღებული ხელი ადგილზე გამიშეშა.

- სულ ასე ხარ, მე ნერვებს მომიშლი და მერე შენ მშვიდად მესაუბრები. - თავზე ხელები დავიწყე და ვცადე მშვიდად მესუნთქა. - არ გაგიჟდე, ლენა! - თავი გავიმხნევე. ხმამაღლა რომ გაისმა, მხოლოდ მერეღა მივხვდი, საკუთარ თავს მეც იმ სახელით რომ მივმართავდი, რომელიც ალექსმა შემარქვა.

წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora