- მომენატრება. - თვალებამღვრეული ლილე კარებთან მდგომ ქეთას ეხვევა. ვერც კი ვიაზრებ, რა ხდება. თავს მაღლა ვწევ და ვხდები, რომ დივანზე მძინავს. აქ როგორ მოვხვდი? რა დღეა?
- დედოფალო, გაიღვიძე?
- რა ხდება?
- წასვლის დროა.
- ვინ მიდის?
- შენ.
- რა?
- წარსული თავისას იბრუნებს, უნდა გაექცე! ისევ უნდა წახვიდე ელენე!
- რა?
- წარსული თავისას იბრუნებს!
ყველაფერი ტრიალს იწყებს.
ყველაფერი შავდება.
მერე წითელ წვრილ წერტილებს ვხედავ თეთრ სივრცეში და ისინი ნელ-ნელა იზრდებიან.
ლილე და ქეთა ძალიან სწრაფად ჩნდებიან ჩემთან და ორივე ხმამაღლა ყვირის, რომ წარსული თავისას იბრუნებს!
- არა! - ხმამაღლა ვყვირი და იმდენად სწრაფად ვიწყებ სუნთქვას, მგონია გული ამომივარდება. წუთით მისი ბაგა-ბუგის გარდა არაფერი მესმის და ყურებში მოწოლილ სისხლს მთელი ჩემი არსებით ვგრძნობ.
ჯერ ისევ სიბნელეა, მაგრამ, ალბათ, მალე მზე თავს ამოყოფს. სქელ ფარდებს იქით ვერაფერს ვამჩნევ. ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ორცხობილა გავხსენი და ორი დღეა სიზმრები მტანჯავს. სულ რამდენიმე დღის ჩამოსულ მეგობართან წესიერად ვერც გავატარე დრო და ეს ძალიან ვინანე, როცა ქეთა გავაცილე. ღია კართან ვიდექით სამნი, სიცივისგან აფუზულები, და ისე ვემშვიდობებოდით ერთმანეთს. გუშინ გავაცილე და უკვე მომენატრა.
ცივა.
საბნიდან გამოძრომას არ ვჩქარობ. არც უნდა ვიჩქარო, რადგან მაღვიძარის დარეკვამდე კიდევ ერთი საათი დარჩა, თუმცა ასე მგონია სადღაც მეჩქარება. საბნიდან გაჭირვებით ვძვრები და როგორც კი ფეხს დაბლა ვადგამ, მგონია, მილიონობით წვრილი ნემსი შემერჭო, მიუხედავად იმისა, რომ ფუმფულა და თბილი ხალიჩა მაქვს, მაინც სიცივე მივლის მთელ სხეულში.
YOU ARE READING
წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)
Romanceალექსანდრეს და ელენეს საერთო წარული აქვთ. წარსულის შესახებ არავინ იცის, ყველაზე ახლო მეგობრებმაც კი. განვლილი დრო თითქოს ყველას დავიწყებული აქვს, ან თავს აჩვენებენ... წარსულს აჩრდილები მოჰყავს... სიყვარულზე უარს ამბობენ, მაგრამ ამ გრძნობა...