შურისძიება

2.2K 122 10
                                    

   პირველი სხივები რომ დამეცა სახეზე, მაშინ გამოვფხიზლდი. თვალების გახელისთანავე ალექსანდრეს წავაწყდი და თეთრ სახეზე ფრთხილად დავუწყე მოფერება. მინდოდა, მისი ყველა ნაკვთი დამემახსოვრებინა, ყველაგან შევხებოდი,  ჩამებეჭდა გონებაში ის, თუ როგორი ქათქათა კანი ჰქონდა, კუპრივით შავი კულულები, წითელი, სქელი ტუჩები, სწორი, ოდნავ აპრეხილი ცხვირი და ყველაზე მეტად რაც მიყვარდა, თვალები თავისი წამწამებით.

  მიყვარდა მისი თვალები, ზღვასავით ლურჯიო სხვა იტყვის, მე კი გაზაფხულის ცა უფრო მეგონა. მოწმენდილი კი არა, თავისი ღრუბლებით, ნისლითა და მუქი ელფერებით. სწორედ ისეთი მოქუფრული მიყვარდა ალექსანდრეს თვალები, როგორიც იყო. მათი პატრონიც ასე მიყვარდა, არ მიცდია შემეცვალა. მგონი, არც სჭირდებოდა. ჯერ კიდევ გასარკვევია, ადამიანებს  იმიტომ გვიყვარს, რომ კარგია თუ კარგი გვგონია იმიტომ, რომ  გვიყვარს.

- არ მჯერა, რომ მძინარეს მაკვირდები. - ჩუმი ხმით ამოილაპარა და სულ დამაკარგვინა ჭკუა. აბა, რა იქნება, ალექსანდრე ხერგიანი რომ გიწევს გვერდით, თანაც შიშველი.

- ადრე შენ გქონდა ეს ჩვევა.

- მე ღამე გაკვრდებოდი. - თვალი ჩამიკრა და თავი წამოწია, ჩემთვის რომ ეკოცნა.

- რა თბილი ხარ.

- თითქოს მთელი ღამე გვერდით არ გეწექი.

- მე ასე ვერასდროს ვთბები. - ამოვიწუწუნე და კიდევ უფრო მივეკარი. საშინლად ცივი ზამთარია და მხოლოდ ის თუ გამათბობდა.

- ეგ არაფერი, მე გაგათბობ.

- უნდა ავდგეთ.

- მზად ვარ, მთელი დარჩენილი ცხოვრება ასე გავლიო.

- არ გინდა...

- რას გულისხმობ? - წარბებშეკრულმა შემომხედა და ცოტათი მომშორდა.

- არ მიყვარს იმაზე საუბარი, რაც არარეალურია.

- ლენა...

წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें