არასასურველი

1.7K 122 45
                                    

-საკმარისია მეუღლევ, დაღალე ხალხი-დივანზე მჯდომი დემეტრე თვალებს ატრიალებს, რაზეც მია მხარზე ხელს ურტყამს.

  უკვე ორი საათი ხდებოდა, რაც ყველანი ალექსანდრეს სახლში ვიყავით შეკრებილები და დიდ მისაღებში მსხდომნი ვსაუბრობდით, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ მია ლაპარაკობდა, თანაც სულ ბავშვზე. მიხაროდა მის გამო, რადგან ვამჩნევდი რომ დემეტრე სიტყვას ასრულებდა. რა თქმა უნდა, შენსამჩნევი იყო ცვლილება, მაგრამ ასე თუ ისე ნაკაშიძე თავს იჭერდა.

-იცი რას გეტყვი,-შეტევაზე გადადის ხერგიანი-მე და ჩემი შვილი კიდევ კარგა ხანს ვიქნებით განხილვის თემა.

-რამდენჯერაც არ უნდა დამჭრან-ამატებს ალექსანდრე და იცინის.

-საყვარელო, ყველას არ უნდა სულ ბავშვებზე საუბარი-მაინც თავისას აგრძელებს დემეტრე.

-არ მაინტერესებს-ცხვირს იბზუებს მია.

-სქესი უკვე გაიგეთ?-სანდროს დაჟინებულ მზერას აიგნორებს ლილე და ბედნიერი შეჰყურებს მიას.

-სიურპრიზად ვტოვებთ-გვახარა მიამ, რასაც დადვანის უკმაყოფილო შეძახილი მოჰყვა.

-არ მესმის თქვენი, მე ვერაფით მოვითმენდი-მეცინება როცა მასზე მიშტერებულ ბექას ვამჩნევ, ტუჩის კუთხეში ღიმილი რომ ეპარება დ ისეთი სახე აქვს მიღებული აშკარად აქვს ამ საკითხზე მუშაობა დაწყებული.

-მე იქამდეც ვერ მოვითმენდი, სანამ ექიმი შეძლებდა სქესის გაგებას-მხრებს იჩეჩს ლილე დ როცა სანდრო ეთანხმება, თავს ვერაფრით ვიკავებ კეკელიას მხარი რომ არ გავკრა და ვუჩურჩულო, რა ერთნაირად ფიქრობთ, ბედია ეგ ბიჭი თქო.

-მოგკლავ-მიბღვერის ლილე, თუმცა ნათლად ვხედავ ღიმილი რომ ეპარება სახეზე.

-შენ?-სანდრო ბექას აპყრობს მზერას-შენ შეძლებდი მოცდას?

-ვერა-მაშინვე უარყოფს მინდიაშვილი-სქესს ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ცნობისმოყვარეობა მძლევდა. თანაც,  ჩემ მიერ ვარდისფრად შეღებილი კედელი რომ გადასაღები გამიხდეს...

წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)Where stories live. Discover now