გადავრჩი.
სამსახურის ერთი სრული სამუშაო დღე ისე გავლიე, ალექსანდრე თვალით არ მინახავს.
არ მჯერა, რომ ამდენი წლის შემდეგ პირველად შევხვდით და მისი ერთადართი კითხვა "ახლა ვინ გიყვარს?" იყო. მე კი იქიდან გამოვიქეცი.
როგორ არ წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ვერაფრით ვიფიქრებდი, თუ ასე უბრალოდ ავდგებოდი და დიდი ხნის სიჩუმეში დგომისა და მასზე დაკვირვების შემდეგ აჩქარებული ნაბიჯებისა და ლიფტის წყალობით გავიქცეოდი.მახსოვს, ერთხელ მითხრა, რომ ადამიანები უხილავი ძაფებით არიან შეკავშირებულნი. ძაფები შეიძლება გადაიხლართოს, მაგრამ არასოდეს გაწყდებაო. არ ვიცი, ეს რა არის, მგონი ნორმალური ხალხი, ჩემი და ალექსანდრესგან განსხვავებით, ამას ბედისწერას უწოდებს. ვინ იცის, ეს რისი ან ვისი ბრალი იყო, მაგრამ ცხადია, მას შემდეგ, რაც ყველაფერს გავექეცი, დაბრუნებული მაინც და მაინც იმ კომპანიაში მოვხვდი, სადაც ალექსანდრე მუშაობდა.
მხოლოდ მე თუ შემეძლო, მსგავსი რამ დამმართნოდა...
სახლისაკენ მიმავალ გზაზე ფრთხილად მივაბიჯებ და ყველაფერს ვაკვირდები. ეს ჩვევა ვერაფრით დავივიწყე, სულ ასე იყო. მახსოვს, დედა გამუდმებით დამცინოდა, როცა ქუჩაში გავდივართ ხალხი გაკვირდება, თუმცა შენ ამ დროს შენობებს უყურებ, ხეებს ან სულაც ცასო. რა მექნა, სხვა ყველას არსებობას მნიშვნელობა ეკარგება, შენი ადამიანი უკვე ნაპოვნი რომ გყავს. მე ალექსანდრე მყავდა, სხვა არავინ და აღარაფერი მჭირდებოდა.
ფიქრებისგან ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და გამეღიმა ქეთას სახელის წაკითხვისას.
- გვიკადრე, დადვანო?
- მიცანი, ბერულავა?
- მე თუ არ დაგირეკე, არაფრით გაგახსენდები. - მისაყვედურა და ზუსტად ვიცი, თვალები დააწვრილა.
YOU ARE READING
წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)
Romanceალექსანდრეს და ელენეს საერთო წარული აქვთ. წარსულის შესახებ არავინ იცის, ყველაზე ახლო მეგობრებმაც კი. განვლილი დრო თითქოს ყველას დავიწყებული აქვს, ან თავს აჩვენებენ... წარსულს აჩრდილები მოჰყავს... სიყვარულზე უარს ამბობენ, მაგრამ ამ გრძნობა...