მარტია.
დაბადების დღე მაქვს.
18-ის გავხდი და თავი უკვე სრულიად გაზრდილი, ჩამოყალიბებული ადამიანი მგონია.
დილით მშვიდ, მზისგან განათებულ ოთახში აღწევს სინათლე. მხოლოდ ამ დღეს მიტოვებდა დედა გადაწეულ ფარდებს, რადგან სხვა დროს ამას ვერ ვიტანდი. ის ამბობდა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ღირდა ასე გაღვიძება, მზის სხივები რომ თამაშობენ შენ კანზე და გათბობენ.
მაშინვე ლეიბის ქვეშ ამოდებულ, საგულდაგულოდ დამალულ დღიურს ვიღებ და ვწერ:" 06:00
მზის სხივებმა ჩემამდე მოაღწიეს და ერთიანად გამათბეს"
კალამს დღიურში ვდებ, რადგან ვიცი, დღის განმავლობაში კვლავ დამჭირდება.
დღიურს ისევ სამალავში ვინახავ.
მერე სულ 3 წუთით ვფიქრობ.
სამალავიდან დღიურს ვიღებ.
მასში ჩადებულ კალამს ხელში ვიჭერ და ვწერ:
" 06:03
ვისურვე, რომ მათ მაგივრად შენ ყოფილიყავი"
სულ რამდენიმე წუთში დედაჩემი შემოდის ღიმილით და ხელში ტორტით. დაბადების დღეს მილოცავს და თეთრ ბარათს მიწვდის. კონვერტში მისალოცი და ის ვერცხლის ბეჭედია, რომელზეც ფეხის ადგმის მერე ვვოცნებობ.
ათი საათისკენ ნიკას ვურეკავ, ჩემგან რამდენიმე სართულით დაშორებულ საუკეთესო მეგობარს და ვეუბნები, გილაურო ამოდი, ტორტი უნდა გიწილადო-მეთქი. მერე იმ დაბადების დღეს ვულოცავ, ორივესთვის ერთსა და იმავე დღეს რომ დგება და ვუცდ, როდის მოვა.
შუადღით ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი მვარცხნის თმას და ვხედავ, მოპირდაპირე კორპუსიდან მია რომ მოქრის სპორტულების, თმის დასახვევებისა და მაკიაჟის ჩანთის ამარად. ნიკა სასწრაფოდ გარბის, არ მაქვს თქვენი თავიო, სავარცხელს ხელში მაჩეჩებს, ლოყაზე მკოცნის და ქრება.
YOU ARE READING
წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)
Romanceალექსანდრეს და ელენეს საერთო წარული აქვთ. წარსულის შესახებ არავინ იცის, ყველაზე ახლო მეგობრებმაც კი. განვლილი დრო თითქოს ყველას დავიწყებული აქვს, ან თავს აჩვენებენ... წარსულს აჩრდილები მოჰყავს... სიყვარულზე უარს ამბობენ, მაგრამ ამ გრძნობა...