დედა ჩვენი საცხოვრებელი კორპუსის ახლოს მდებარე სკვერში დამყვებოდა ხოლმე. უკვე დიდი ვიყავი და მეგობრებიც მყავდა, მაგრამ მაინც დედასთან ერთად მერჩივნა სეირნობა. მასსავით ჩემი არასოდეს არავის ესმოდა, მის მსგავსად არავის ვუყვარდი და არც თავს გასწირავდა რომელიმე. დედას კი ბევჯერ დაუმტკიცებია საკუთარი სიყვარული. საქციელითაც მარწმუნებდა და სიტყვბიც ხშირად ამოსდიოდა პირიდან, ამიტომ ვიცოდი, რომ ოდესმე მაპატიებდა, უბრალოდ დრო სჭირდებოდა, თუმცა როცა თეთრ ოთახში გავიღვიძე, მისმა ხილვამ მაინც გამაკვირვა.
- გაიღვიძე, ელენე. - იმედიანი სახე ჰქონდა. ტიროდა, მაგრამ ვიცოდი ეს სიხარულის ცრემლები იყო.
- დ...დე, - საკუთარ ხმას ვერ ვცნობ და მეშინია. დედა მეუბნება, რომ ჯობს არ ვილაპარაკო.
სიტუაციის გააზრება მიჭირს. თავს ვერ ვატრიალებ, მთელი სხეული თითქოს პარალიზებული მაქვს და თავი ფიქრისგან მისკდება. სანამ ნერვიულობას დავიწყებდე, ყველაფერი მახსენდება.
- ექიმმა თქვა, რომ უნდა დაგვეძახა მისთვის. - ხელზე თბილად მეხება და ოთხიდან გადის.
- ალექს, - მაშინვე მისი სახელი მახსენდება და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ.
- გამარჯობა, - შემოდის ექიმი, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ. გული მიჩქარდება.
სად არის ალექსი?
შვილი მოგვიკვდა, ალექს, სად ხარ?
დავინახე სისხლი.
ძალიან მატკინეს.
ალექს, სად ხარ?
- დამშვიდდით. - სწრაფად მიახლოვდება ახალგაზრდა მამაკაცი. ქერა თმით და ცისფერი თვალებით ერთ-ერთ გამტაცებელს, ჯაბას დამხმარეს მაგონებს. ხელს ვიქნევ, არ ვიცი, გამომივა თუ არა, მაგრამ მის მშორებას ვცდილობ. - დამამშვიდებელი შეუყვანეთ. - რომელიღაც წამლის სახელს და მის რაოდენობას ყვირის, ექთანიც ემორჩილება. გადასხმის მილს ვიძრობ.
ESTÁS LEYENDO
წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)
Romanceალექსანდრეს და ელენეს საერთო წარული აქვთ. წარსულის შესახებ არავინ იცის, ყველაზე ახლო მეგობრებმაც კი. განვლილი დრო თითქოს ყველას დავიწყებული აქვს, ან თავს აჩვენებენ... წარსულს აჩრდილები მოჰყავს... სიყვარულზე უარს ამბობენ, მაგრამ ამ გრძნობა...