- ელენე, - სააბაზანოს კარზე კაკუნის ხმა ისმის, რაც მაკრთობს.
- რა მოხდა? - ხალათშემოცმული ვაღებ კარს.
- უბრალოდ დიდხანს იყავი. - უხერხულად ამბობს ქეთა. - ვიფიქრე, რომ ცუდად გახდი.
- კარგად ვარ. - დამამშვიდებლად ვუღიმი და სააბაზანოს ვტოვებ.
- გინდა, რამე მოგიმზადო?
- არა.
- ელ, რამე უნდა ჭამო. არ შეიძლება, ასე იშიმშილო მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ იკვებება. მესმის, მასზე დარდობ, ნერვიულობ და სულაც არ გახსნედება ელემენტარული საჭიროებები, მაგრამ უნდა ჭამო.
- ნუთუ, დამდებ პატივს და რამეს მომიმზადებ? - სიტუაციას იუმორით ვმუხტავ და ისიც ღიმილით მიქნევს თავს.
- გავალ, - ვუღიმი და ველოდები, კარს როდის გაიხურავს.
ხალათს ვიშორებ და სარკეში ვუყურებ საკუთარ. თავს. ფერმკთალი სხეული იმაზე გამხდარია, ვიდრე ოდესმე. მკერდიც კი არ არის უწინდებურად სავსე, ნეკნების დათვლაც შესაძლებელია. ასეთი გამხდარი არასოდეს ვყოფილვარ, არც მთლად ასეთი ფერმკთალი. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში კი საკუთარი თავი დაბერებულიც კი მომეჩვენა.
სარკეს ვშორდები და კარადასთან მივდივარ რომ ტანსაცმელი ავიღო. ისაა ჯინსსა და თხელ მაისურს უნდა დავწვდე, ალექსანდრეს სვიტერს რომ ვამჩნევ. ეს ისაა ბაკურიანში რომ ვიყავით და მათხოვა. მუქი ლურჯი სპორტული ზედა იყო, რომელიც მისი თვალის ფერს კიდევ უფრო კვეთდა.
ზედას ხელს ვავლებ და სახესთან მიმაქვს. წესით ჩემი სურნელი უნდა ჰქონდეს, ბოლოს ხომ მე მეცვა, მაგრამ მისი აქვს. საყელოსთან განსაკუთრებით, ზუსტად ისეთი სურნელი აქვს, მე რომ ვგრძნობ ხოლმე მაშინ როცა ყელსა და ლავიწს შორის ვკოცნი.
ცრემლები მცვივა.
არ მინდა რომ დავკარგო. არ მინდა რომ მის გარეშე მომიწიოს ცხოვრება. არ მინდა რომ უმისობას შევეგუო. არ მინდა წლების შემდეგ მთელი დღე ისე გავატარო რომ არც გამახსნედეს და მერე ამის გააზრებამ გული მატკინოს. არ მინდა არაფერი უმისოდ.
ВЫ ЧИТАЕТЕ
წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)
Любовные романыალექსანდრეს და ელენეს საერთო წარული აქვთ. წარსულის შესახებ არავინ იცის, ყველაზე ახლო მეგობრებმაც კი. განვლილი დრო თითქოს ყველას დავიწყებული აქვს, ან თავს აჩვენებენ... წარსულს აჩრდილები მოჰყავს... სიყვარულზე უარს ამბობენ, მაგრამ ამ გრძნობა...