- დავბრუნდი!- ხმამაღლა ვყვირი სახლში როგორც კი შევდივარ და შესასვლელშივე უღონოდ ვეცემი. წარმოდგენა არ მაქვს, ასე რამ დამღალა.
-როდემდე აპირებ იატაკთან ჩახუტებას?- ლილეს ხმა მაფხიზლებს.
-დავიღალე.
-ადექი, წუწუნა კახპავ! - ნაცნობი ხმის გაგონებაზე თვალები მიფართოვდება და სასწრაფოდ ფეხზე ვდგები.
-ქეთა?
-აჰაამ, - თავს მიქნევს და არც კი მნახულობს, ისე მიდის დივნამდე, სადაც კომფორტულად თავსდება. ხელში დიდი თეფში უჭირავს, რომელზეც პიცაა.
-აქ რამ მოგიყვანა?
-შენმა სიყვარულმა, ბებერო. - ლოყებდაბერილი თავად იყო და მაინც აქეთ დამცინოდა.- რა იყო, პენსიის რიგში დიდხანს იდექი? რამ დაგღალა?
-ნატა, თათა, თუ თიკა რომ გაგეცნო, შენც დაიღლებოდი- თვალებს ისე ვატრიალებ, მგონია გადმომცვივდება. კოსტუმს ვიხდი და ჩანთას ერთად დივანზე ვდებ.
-ნეტავ, გამაგებინა, მაღლებზე როგორ დადიხარ. - სახეს მანჭავს დადვანი.
-ისე, როგორც შენ სპორტული ფეხსაცმლით.
-ნუ, კარგი, როგოორც არის. - ჩაიფრუტუნა და პიცა კიდევ ჩაკბიჩა. - ხო მართლა, ვერაფრით გავიგე, ვინ გაიცანი? - ვერც კი შევამჩნიე, ლილე როდის გავიდა სამზარეულოში. ახლა კი ორი წვენით სავსე ჭიქით ბრუნდებოდა.
- ვიღაც გოგოა, რომელიც მიმღებში ზის. იცინის და აინტერესბს, აქამდე რას ვშვრებოდი.-კვლავ თვალებს ვატრიალებ.
- რა? - ჩვეული მობეზრებული და გაკვირვებული გამომეტყველებით მიყურებს ქეთა.
- მეც მასე ვიყავი.
- და არ ფიქრობთ, რომ ნორმალური და კომუნიკაბელურია?- საუბარში ლილე ჩაერთო.
- მოიცა რაა! - მე და ქეთა ერთდროულად ვამბობთ. ის პიცას კბეჩს, მე კი ლილეს მოტანილ წვენს ვაგემოვნებ და სავარძელში კომფორტულად ვკალათდები.
BINABASA MO ANG
წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)
Romanceალექსანდრეს და ელენეს საერთო წარული აქვთ. წარსულის შესახებ არავინ იცის, ყველაზე ახლო მეგობრებმაც კი. განვლილი დრო თითქოს ყველას დავიწყებული აქვს, ან თავს აჩვენებენ... წარსულს აჩრდილები მოჰყავს... სიყვარულზე უარს ამბობენ, მაგრამ ამ გრძნობა...