დამპირდი

1.6K 114 34
                                    

სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ალექსანდრე გამოწერეს, სამი დღეა მის სახლში ვარ გადმობარგებული და მნახველებს ვიღებ, ბოლომდე არა, არ მინდა რომ შეაწუხონ და ეგოისტურად ვცდილობ მოხოლდ მე ვიზრუნო, მხოლოდ მე ვინახულო, მხოლოდ მე ვიყო მის გვერდით.

ახლაც, როცა მისი მშობლები და მია გავისტუმრე, მუცელი რომ უკვე საგრძნობლად ეტყობოდა და ბევრად ხალიასიანად გამოიყურებოდა, სახლის დალაგებას შევუდექი. მისაღების მაგიდაზე ხილი, ნათიას გამომცვარი ტორტი და მიას მოდუღებული ყავით საავსე ჭიქები იყო. ყველა იმდენადაა ალესანდრეზე გადართული ვერაფრით შევძელით რაიმე სხვა გაგვეკეთებინა, გარდა მასზე საუბრისა.

-რას აკეთებ?-ჩუმი ხმა მწვდება ყურებთან და მალე ამ ხმის პატრონი წელზე ხელებს მხევხვს.

-ალექს! რატომ ადექი?-სწრაფად ვბრუნდები, ისე რომ არაფერი ვატკინო და თან ხელები არ მომაშოროს.

-რატომ ადექი?-შეშინებული, წრიპინა ხმით მაჯავრებს, რაზეეც ვიბღვირები-ნუ მებღვირები რაა-სახეს მანჭავს და სანამ გავიწეოდე, ასწრებს რომ მაკოცოს.

-შემეშვი.

-გულწრფელ სურვილს ვერ ვხედავ-თვალები დააწვრილა და მაინც მოახერხა ჩემი გაცინება.

-გთხოვ, აბრძანდი მეორე სართულზე და დაბინავდი საძინებელში.

-შემომიერთდი და დაგემორჩილები-ეშმაკურად მითხრა და კიდევ უფრო მომიახლოვდა. ძალიან მაბნევდა სიახლოვითა და ცხელი სუნთქვით, რომელიც სახეზე მელამუნებოდა.

-ნაკერი რომ გაგეხსნას, ხელახლა დაგჭრი-დავემუქრე და ამჯერად მოვშორდი. შემდეგ კი სამზარეულოში გადავინაცვლე.

საავაადმყოფოში ისედაც კარგა ხანს დაჰყო და სახლში ყოფნის მეოთხე დღე იწყებოდა, ამიტომ ასე თუ ისე შეეძლო გავლა, თორემ ასე მარტივად ნამდვილად არ დავნებდებოდი.

-მომშივდა-წუწუნით დამყვა ფეხდაფეხ-ბლინებს გამიკეთებ?

-აბა რა გგონია შენ მოგცემ ამის გაკეთების უფებას?-წარბი ავუწიე-თუმცა არც მე გავაკეთებ.

წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora