- შენი გამოჩენით ბევრი რამ შეცვალე, იცი? სულ პატარა ვიყავი, როცა ერთმანეთს შევხვდით, მჯერა, შენ დანახვისთანავე შემიყვარე, მაგრამ მე ასე ნამდვილად არ ვყოფილვარ. ვერ გიტანდი. ვერც შენ და ვერც იმას, რომ ასე მაინტერესებდი, შენც და ყველაფერიც შენ ირგვლივ. ჩემს, ცოტა არ იყოს გულგილ ბუნებას ეჯავრებოდა იმაზე ფიქრი, რომ ასე თავიდან ბოლომდე მცვლიდი შენი არსებობით. მე არასოდეს ვყოფილვარ ის გოგო, რომლის სიყვრულიც შეიძლება. იმიტომ, რომ თავად არ ვიცოდი, სიყვარული რა იყო. შენ კი ისე მირღვევდი სიმშვიდეს, იმდენად მყავდი გონებაში შემოჭრილი, რომ ეს მღლიდა, მაღიზინებდა, მთელი დღე ნერვებმოშლილი დავდიოდი. არაფერი ისე არ მიღრღნიდა გულს, როგორც შენზე ფიქრები. მხოლოდ შენ შეგეძლო ჩემი სულის აფორიაქება. ისეთი პერიოდები ძალიან ხშირად მქონია, როცა ყველა და ყველაფერი სძულს ადამიანს, ან უარესი უბრალოდ გულგლილი დამოკიდებულება აქვს. ვყოფილვარ ისეც, ბენიერების მომგვრელი წვრილმანები რომ აღარ მახარებდნენ. და უცებ... შენ გამოჩნდი, მკაფიო ლურჯი თვალებითა და კანით, რომლის ყოველი შეხებაც ცეცხლივით მწვავს. შენ გამოჩნდი სიბნელიდან და მომკივანი ხმაც მოიყოლე, რომელიც მეუბნებოდა, რომ უნდა გავქცეულიყავი. გავქცეულიყავი შენგან და შენთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენისა თუ ადამიანისაგან, ასეც მოვიქეცი. ავდექი და გავიქეცი, მაგრამ იმდენი მდიე, იმ ხმის თნხლებით, რომელიც მერე უკვე სიყვარულს მიქადდა, სულ გამიქრე სიმშვიდე, სულ დამაკარგვინე გაქცევის სურვილი, დამავიწყე ყოველი პრობლემა და ისევ მომეცი საშუალება, ბედნიერი ვყოფილიყავი. მე არასოდეს მესმოდა, რა იყო სიყვარული, რადგან არასოდეს მინახავს ის საკუთარ ოჯახში, მაგრამ მერე შენ დამანახე, რა კარგი იყო ეს გრძნობა, რომლის განცდაც უკანასკნელ მაწანწალასაც შეუძლია, ახსნას კი ბრძენიც ვერ უძებნის. მიჩვენე, რა იყო სიყვარული, ბედნიერება. მიჩვენე, რას ნიშნავს, როცა ვიღაც შენზე ზრუნავს, როცა უსასყიდლოდ, ყოველგვარი საფასურისა და ძალდატანების გარეშე იტანს შენს სულელურ გამოხტომებსაც კი. მეტიც, რაღაც ავადმყოფური გრძნობით სიამოვნებს კიდევაც ის, რომ ასეთი გიჟი ხარ, ასე განსხვავდები სულ ყველასაგან. ახლა კი, ალექს... ახლა კი მტოვებ? ისევ მტოვებ? ვიცი, გაპატიე, დავივიწყე კიდეც. ისიც გაპატიე, რაც ჩაიდინე, რაც დამიმალე და გეფიცები, ყველაფერს გაპატიებ, რაც არ უნდა გააკეთო, რადგან საყვარელი ადამიანები ყველაფერს პატიობენ. ბოლოს და ბოლოს ადამიანები ხომ შეცდომებზე სწავლობენ, მაგრამ იცოდე, გახსოვდეს, არასოდეს გაპატიებ, აქ რომ დამტოვო. უმოწყალოდ რომ გამიმეტო უშენობსათვის, სუნთქვის საშაუალება და დილით გაღვიძების სურვილი რომ წამართვა, ცხოვრების, ბედნიერებისა და სიცოცოხლის გაგრძელების სურვილი რომ წამართვა... დარჩი. ერთხელ მაინც დამინდე, ერთხელ მაინც დარჩი ჩემთან და არ მიმატოვო. ერთხელ მაინც ამირჩიე, ალექს, გთხოვ.
KAMU SEDANG MEMBACA
წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)
Romansaალექსანდრეს და ელენეს საერთო წარული აქვთ. წარსულის შესახებ არავინ იცის, ყველაზე ახლო მეგობრებმაც კი. განვლილი დრო თითქოს ყველას დავიწყებული აქვს, ან თავს აჩვენებენ... წარსულს აჩრდილები მოჰყავს... სიყვარულზე უარს ამბობენ, მაგრამ ამ გრძნობა...