- ანუ?
- ანუ ის რომ გაუხარდა, უნდა ბავშვი და ყველაფერი უბრალოდ არეული იყო ჩვენ თავში. - მოკლედ და კონკრეტულად ვუხსნი ჩემ წინ მჯდომ აფშილავას სიტუაციას და თვალებს ვუბრიალებ, მეტი აღარაფერი მკითხო-მეთქი.
- ანუ ყველაფერი კარგად გაქვთ?
- საეჭვოდ კარგად, - თვალებს ვატრიალებ და მეორედ ვუკვეთავ მარწყვის შეიკს.
დილაადრიან დამირეკა და მხოლოდ იმისათვის გამიტყუა მაკდონალდსში, ყველაფერი დაწვრილებით რომ სცოდნოდა. მანქანით მომაკითხა ალექსის სახლში, რომელსაც თანამშრომელი დაუტოვა, უნდა დაგკითხონო, მე კი წამომიყვანა და ათასჯერ მომაყოლა გუშინ მომხდარი ამვბავი, რათა დამშვიდებულიყო და სცოდნოდა, რომ კარგად ვარ.
- შენ ხომ ვერ იტან მარწყვს? - მაგიდასთან დაბრუნებული აფშილავა წარბებს კრავს და უცნაურ გამომეტყველებას იღებს.
- მომინდა, - მხრებს ვიჩეჩავ და ისევ მის მოპირდაპირედე ვთავსდები. ხელებს წევს დანებების ნიშნად და ჩემხელა ბურგერს ჭამს. ქეთა რომ იყოს აქ, მაშინვე გამოლანძღავდა ამ ნაგავს ნუ ჭამ, უსარგებლოა ორგანიზმისთვისო, წაართმევდა მთლიან შეკვეთას, მერე კი თავად დაიწყებდა ჭამას. ოდითგანვე ასეთი იყო, უცნაური.
- მინდა, ლილეს ყველაფერი მოვუყვე. - ფრი ყელში მეჩხირება ისე უცაბედად ამბობს, ამიტომ სასწრაფოდ მის კოლას ვსვამ.
- რაო? - მოულოდნელობისაგან თვალები მიშტერდება.
- ასე აღარ შემიძლია, მაინც ვეზიზღები და სჯობს, ნამდვილი მიზეზი ჰქონდეს.
- ლილეს არავინ ეზიზღება - სასწრაფოდ ვაჩერებ.
- მაგრამ მე შემიძულებს. თავადაც იცი, როგორია.
- სიყვარულს აუხსნი და მერე მიზეზს მისცემ იმისათვის, რომ შეგიძულოს? - წარბებს ვქაჩავ და ისაა სანდრო რაღაცის თქმას აპირებს, ლურჯ ფორმაში გამოწყობილი ბიჭი რომ გვიახლოვდება ჩემი შეიკითა და ტოსტით ხელში.
आप पढ़ रहे हैं
წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)
रोमांसალექსანდრეს და ელენეს საერთო წარული აქვთ. წარსულის შესახებ არავინ იცის, ყველაზე ახლო მეგობრებმაც კი. განვლილი დრო თითქოს ყველას დავიწყებული აქვს, ან თავს აჩვენებენ... წარსულს აჩრდილები მოჰყავს... სიყვარულზე უარს ამბობენ, მაგრამ ამ გრძნობა...