გეგმები

1.9K 105 28
                                    

  ყველაფერი აგვისტოში დაიწყო.

  ზაფხულის ბოლო თვეში ხან გაუსაძლისი სიცხეები იცის, ხანაც შემოდგომის სიცივეს შეურევს ხოლმე. ამინდს რადიკალური ცვლილება არ ახასიათებს, მაგრამ მთლად ერთანაირადაც არ გადის დღეები. ახლა ვერ ვთბები ვერაფრით და ძალაუნებურად  ზაფხულს ვამჯობინებ, თორემ აქამდე არ მყვარებია მზე, გაუსაძლისი სიცხე და ის, რასაც სხვები დასვენებას უწოდებენ, მე კი-უსაქმურ ყოფას.

  წლების წინ გადავიდა ჩემი ოჯახი ერთ ქუჩაზე. მაშინ ჯერ კიდევ შეუჩვეველი ვიყავი რუსთავს. მერე რა, რომ უკვე რვა წლის ქალბატონი გახლდით და თავი სრულიად ჩამოყალიბებული,  დამოუკიდებელი მეგონა, მაინც ვერაფრით ვეჩვეოდი ქალაქური ცხოვრების წესს, ხმაურს, ბევრ ხალხთან კონტაქტს. მოკლედ ათასი ისეთი რამ იყო, რასაც ხანდახან დღესაც ვერ ვიტან. ჩვენ ერთ ქუჩაზე დავსახლით, რომელიც ქალქის ერთგვარ ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ ამ ქუჩაზე, ჩემი კორპუსის მოპირდაპირედ ცხოვრობდა ხერგიანების ოჯახი. სართულიც კი ერთნაირი გვქონდა, მერვე.

  რვა წლის რომ ხარ და ბინაში რემონტია, ოჯახი მხოლოდ ერთზე ოცნებობს - ხელი არ უნდა შეუშალო მუშებს. მოკლედ დედაჩემმაც ეზოში გამამწესა და მთხოვა, ნაკლებად კონფლიქტური ვყოფილიყავი. არაფერი გამოვიდა, პირველივე დღეს ვცემე ბიჭი. ეს ბიჭი ალქსანდრე არ ყოფილა, ნიკა იყო. ნიკა კი ხერგიანის 'ძმადნაფიცი' ყოფილა და, რა თქმა უნდა, ალექსმაც საუბარი მოისურვა ჩემთან. აი, ისეთი საქმის გარჩევას, უფრო ახლობლურად კი 'რაზბორკას' რომ  ეძახიან. არ იცოდა, თუ გოგო ვიყავი, რადგან ნაბეგვი გილაური ძმაკაცს ვერ გამოუტყდებოდა, ასე გოგომ შემალამაზაო.

  ალექსანდრეს თუ დავუჯერებთ, სწორედ მაშინ შევუყვარდი, როცა დამინახა. სულ ვაბრალებდი ფიზიკურად შემაფასე-მეთქი, მაგრამ მითხრა, ალბათ, იმიტომ მომეწონე, რომ გამკაცრებული სახის ერთი ნაკვთიც არ შეგცვლია, როცა ნახე, შენზე უფროსი ორი ბიჭი მოდიოდა სასაუბროდო. ლაპარაკი ამ ყველაფერს მერე დაერქვა, თორემ გრძელსახელოებიანი მაისური რომ სცმოდა, ალბათ, საცემრად აიკაპიწებდა, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტური არ იყო. ცემა გადაიფიქრა, იმიტომ არა, რომ გოგო ვიყავი, თუმცა კი მისთვის ესეც საკმარისი მიზეზი იყო, უბრალოდ ძალიან დიდ გოიმობად მიაჩნდა პირველყოფილივით მუშტების დაშენა. მერე კი გადაულაპარაკა  გილაურს, ამ პატარა არსებამ როგორ გცემაო და კინაღამ უშვილოდ დარჩა, ისე მაგრად ამოვარტყი ფეხებშუა.

წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora