კოშმარები განახლდა

3.4K 165 12
                                    

ისევ ბნელ ოთახში ვარ, კარის წინ.
ისევ ისმის არსაიდან გაჩენილი ყველაზე უცხო ნაცნობის კაკუნუნი კარზე.
კაკუნი არ არის!
ის მთელი ძალით ურტყამს კარზე მუშტებს.
და უცებ...
მას რაღაც აჩერებს
ძალა ერთმევა
კარი იღება
ის ეცემა
დაცემისგან ვიღაცამ გაადრჩინა
ეს ვიღაც მე ვარ
ერთმა მეორე გადაარჩინა
მეორემ კი პირველი სასიკვდილოდ გასწირა!

-ელენე! - თვალებს ვახელ თუ არა ლილეს შეშინებული მზერა მეფეთება. სახეზე ფერი არ ადევს. ხელები ჩემთვის შემოუხვევია, თანაც მთელი ძალით, და მე ვგრძნობ როგორ უთრთთის თითები.- საყვარელო, რა დაგემართა?

- მე... მე უბრალოდ...

- კოშმარი ნახე? არაუშავს. - ვერ ვიტანდი, როცა სხვა ჩემ შიშს ხედავდა და ალბათ, ფიქრობდა ახლაც ეს მადარდებდა. ნეტავ, ხომ არ სჯობდა სიმართლე მეთქვა? მისთვის და ქეთასთვის მაინც უნდა მომეყოლა ყველაფერი, რათა გავთავისუფლებულიყავი, მაგრამ მათ საფრთხეში ვერ ჩავაგდებდი, თუნდაც ამ საფრთხეს დიდი ხნის წინ ჩაევლო. ამას დამატებული გრძნობები, რომლებსაც ხელახლა ვერაფრით გავაღვიძებდი.

არა!

არავითარ შემთხვევაში!

-ჰო, ლილე, ჰო. კოშმარი ვნახე.

- გინდა შენთან დავიძინო?- ფრთხილად მკითხა.

- თუ არ შეწუხდები. - ჩემმა მშვიდმა ხმამ გააკვირვა და დამეფიცება, გულში გაივლო, ასეთი რა ნახაო.

-არა რა შევწუხდები!- ჩაიცინა და მე გვერდით ჩავიწიე, რომ საშუალება მიმეცა, დაწოლილიყო.

  უკვე ორი კვირაა, რაც ახალ სახლში მასთან ერთად გადმოვედი. რუსთავს უნდა მოვშორებოდით, თანაც ორივე, ამიტომ ქეთას რჩევას დავუჯერე და თბილისში ვიყიდეთ ბინა. მე და ლილე აქ ვცხოვრობდით, მგონი ქეთაც. აქ ხშირად რჩებოდა, ეს, რა თქმა უნდა, კარგია.

  ზუსტად ორი კვირაა, რაც კოშმარები კვლავ მტანჯავს. არასოდეს მჯეროდა წინათგრძნობის, მაგრამ ახლა რაღაც მძაფრმა გრძნობამ მომიცვა. მგონია, რაღაც ცუდი მოხდება, ან განმეორდება.

წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)Où les histoires vivent. Découvrez maintenant