სარკეში საკუთარ თავს ვაკვირდები.
ჩავისუნთქე... ამოვისუნთქე... ჩავისუნთქე... ამოვისუნთქე...
ვსუნთქავ და მგონია, ხანდახან ეს ერთადერთია, რისი გაკეთებაც შემიძლია. ერთადერთია, რაშიც ბრალს არ დამდებენ. ერთადერთია, რის გამოც ცუდი არ გამოვალ.
- ელენე, - ლილე მეძახის, თუმცა ოთახი ცარიელი მეჩვენება და მისი ხმაც შორიდან მესმის. - რას აკეთებ?
- არ ვიცი. - მზერა სარკიდან მასზე გადამაქვს.
- ქეთა...
- ქეთა იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. დამნაშავე არ არის, მართალიც კია.
- არ გინდა რა, - ხელებს მხრებში მავლებს. - ხომ იცი, რომ ალექსანდრეს უყვარხარ, რომ თქვენი სიყვარული ნამდვილი და გულწრფელია. რასაც ქეთა ამბობს, გაბრაზებული ადამიანის სიტყვებია. ის ალექსანდრეს ისეთს არ იცნობს, როგორსაც შენ და ვერ შეაფასებს მომხდარს. ხერგიანს უყვარხარ. მიასი რა გითხრა, მაგრამ ალექსს ნამდვილად უყვარხარ. - ისე მიყურებდა, ვიცოდი, რომ სწამდა იმის, რასაც მეუბნებოდა და მეც დავიჯერე. - დადვანი შენზე გიჟდება, სწორედ ამიტომ ვერ ეგუება, ალექსმა რომ შენი მიტოვება შეძლო. ვერ აცნობიერებს, რომ მასაც გაუჭირდა. სინამდვილეში იმიტომ გაგიშვა, კარგად რომ ყოფილიყავი. უბრალოდ ის ვერ გათვალა, რომ მის გარეშე ბედნიერი არ ხარ, საერთოდ არ ხარ.
- ყველაფერი მტკივა, - ამოვიტირე.
- ვიცი. შეიძლება, ზუსტად არ ვიცი, ანალოგიური განცდა არ მაქვს, მაგრამ მემსის შენი. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ შენი სიყვარული ტყუილი არ არის ასე რომ არ იყოს, დავივიწყებდი, ჩემთვის რამდენს ნიშნავ და ხვალვე სამართალდამცავებს გადავცემდი ალექსანდრე ხერგიანს ხომ იცი როგორც ვერ ვიტან დამნაშავეებს, ნარკომოვაჭრეებს მით უმეტეს. - ისე ამოილაპარაკა, მაშინვე მივხვდი, სანდრო რასაც გულისხმობდა, როცა თქვა, შემიძულებს, ჩემს ცოდვებიანად შეყვარებას ვერასდროს შეძლებსო. - ვიცი, რომ ალექსი გამოსწორებას ცდილობს, ალბათ, ჯაბას წინააღმდეგ მართლაც აგროვებს ინფორმაციებს და სანდროც სწორედ ამაში ეხმარება. - გულში ჩხვლეტას ვგრძნობ. სანდრო ალექსს ეხმარებოდა, მაგრამ ამისათვის ჯაბასთან ბინძურად თამაშობდა. მის საქმეებსაც ხშირად ფარავდა. ასე ვთქვათ, თანამდებობას ბოროტად იყენებდა. გული მტკიოდა იმის გამო, რომ ლილე სიმართლის გაგების შემდეგ აზრს შეიცვლიდა. - მინდა, რომ გაიგო, ალექსანდრეს უყვარხარ და ვფირობ, სინამდვილეში ყველაფერს სწორედ იმ ურთიერთობის გადასარჩენად აკეთებს, შენ რომ უკვე დანგრეული გგონია და გლოვობ.
VOCÊ ESTÁ LENDO
წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)
Romanceალექსანდრეს და ელენეს საერთო წარული აქვთ. წარსულის შესახებ არავინ იცის, ყველაზე ახლო მეგობრებმაც კი. განვლილი დრო თითქოს ყველას დავიწყებული აქვს, ან თავს აჩვენებენ... წარსულს აჩრდილები მოჰყავს... სიყვარულზე უარს ამბობენ, მაგრამ ამ გრძნობა...