ეპილოგი

3.3K 175 80
                                    

- ასე სად მივიჩქარით? - ვუბრუნდები ალექსანდრეს, როცა ვამჩნევ, რამდენად უმატებს სიჩქარეს.

- ნუ ხარ მოუთმენელი! - გზას უყურებს და მის სახეს ვერ ვხედავ, მაგრამ დამეფიცება, თვალები გადაატრიალა.

- რომ დამაინტრიგე ამ შუაღამისას, კარგი იყო? - ვუბრუნდები მე, რა თქმა უნდა, თავისუფლად, რადგან, როგორც ყოველთვის, ღვედი არც ახლა მიკეთია.

- ღვედი, - და, აი, მახსენებს კიდეც. ამჯერად მე ვატრიალებ თვალებს, მაგრამ როცა დაბღვერილი და მკაცრი სახით მიბრუნდება, ვსწორდები და ღვედს ვიკრავ.

  ღამის თერთმეთ საათზე დივანზე კომფორტულად ვიყავი მოკალათებული და ფილმს ვუყურებდი, როცა გამომიცხადა, ასკუპდი ჩემი კალთიდან და გაემზადე, მივდივართო. ბევრი კი ვიჯუჯღუნე, ღამეა-მეთქი, მაგრამ არ შემეშვა და წამომიყვანა.

- ნუ იბუსხები ბავშვივით! - ბავშვის ხსენებაზე გული მეწურება, მაგრამ გრძნობას გულში ვინახავ და ისევ წარბებშეკრული გავყურებ. უნდა მივეჩვიო ამ ტკივილით ცხოვრებას.

  ათ წუთში მანქანა ჩერდება და ვხვდები, რომ სავარაუდოდ, აღარ ვართ თბილისის ტერიტორიაზე. ცოტა უფრო შორს ვართ და ტყეში ჩაფლულ ადგილას. ალბათ, რაიმე ახლომდებარე სააგარაკო ტიპის დასახლებაა.

- მოდი, - ალექსანდრე მანქანას გარს უვლის, კარს მიღებს და ხელს მიწვდის, მანიშნებს, გადმოდიო. მის გვერდით არასდროს მეშინოდა, მაგრამ ახლა სიბნელე იყო და კაცი-შვილი არ იყო ახლომახლო. - რა იყო, გეშინია?

- შენთან? - ფართო ღიმილი ესახება სახეზე.

  სიურპრიზები არ მიყვარს, ამიტომ როცა ალექსანსანდრე კედელთან მაყოვნებს, სავარაუდოდ, რაიმე სახის შენობას რომ შემორტყმია, გული მიჩქარდება.

- შენ წერა გიყვარდა, - პირდაპირ დგება და ხელებს მკიდებს. - ერთხელ სახლზე დაწერე. დაწერე, როგორი სახლი გინდოდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 02, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)Where stories live. Discover now