- მადლობა, - ტაქსის მძღოლს თავაზიანად ვემშვიდობები და ვეუბნები, რომ ხურდა დაიტოვოს. უხერხულად გადმოვდივარ მანქანიდან.
მაინც რა ტრიპაჩობა იყო ტაქსით წამოსვლა. არ შემეძლო, ქეთასთვის მეთხოვა მაქნანა? თანაც შემომთავაზა კიდეც, როცა გამოვუცხადე სამსახურში სავალდებულო კორპორაციული წვეულებაა საახალწლოდ და მაპატიეთ, მაგრამ უნდა წავიდე-მეთქი. მერე თავადაც აღიარა, მეც ვაპირებდი წასვლას თერთმეტის მერე და სწორედ ამიტომ ვჩქარობდით ასეო.
თხელი აბრეშუმის კაბით ვდგავარ კომპანიის წინ. კაბა მთლიანად შავია და გრძელი, თუმცა იმხელაზეა გვერდით ჩაჭრილი, ფეხები მოშიშვლებული მაქვს. ერთიანად ვკანაკალებ ისე, რომ პირველად მიჭირს მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე დგომა.
კომპანიაში შევაბიჯე. უზარმაზარ ჰოლში, რომელიც პირველ სართულზე მდებარეობდა, მხოლოდ დაცვის თანამშრომლები დამხვდნენ. მათგან გავიგე წვეულება მესამე სართულზე, ასეთი საღამოებისათვის განკუთვნილ დარბაზში, იმართებოდა და მივაღწიე კიდეც იქამდე.
ლიფტის კარი როგორც კი გაიღო, მაშინვე უზარმაზარ დარბაზში ამოვყავი თავი. არ ვიცოდი, თუ დარბაზში მთლიანად მესამე სართულს გულსიხმობდნენ. აქაურობა თეთრ ფერში იყო შეღებილი, ხოლო მაგიდები და სხვა ნივთები ვერცხლისფერი. განათება დაემონტაჟებინათ და ცოცხალი ბენდიც უკრავდა. აქ ყველა უცხო იყო ჩემთვის. არ მესმის, თავში აზრად როგორ გაივლეს ჩემი აქ დაპატიჟება.
- ქალბატონო ელენე, - უკან ვტრილადები და ხელში ნიკოლოზ ვაშაკიშვილი მრჩება. შუა ხნის ასაკის მამაკაცი, რომელიც პირველ დღეს გავიცანი, ქეთევანის კაბინეტის ძებნისას.
- ბატონო ნიკოლოზ, - რაც შემეძლო თბილად გავუღიმე და მეც მოვეხვიე, როცა გულში ჩამიკრა შვილივით. მომწონდა ეს კაცი, ძალიან თბილი იყო და შრომისმოყვარეც. მისნაირად არავინ მუშაობდა ამ კომპანიაში.
YOU ARE READING
წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)
Romanceალექსანდრეს და ელენეს საერთო წარული აქვთ. წარსულის შესახებ არავინ იცის, ყველაზე ახლო მეგობრებმაც კი. განვლილი დრო თითქოს ყველას დავიწყებული აქვს, ან თავს აჩვენებენ... წარსულს აჩრდილები მოჰყავს... სიყვარულზე უარს ამბობენ, მაგრამ ამ გრძნობა...