ძალიან არ მინდოდა სამსახურში წასვლა. შეიძლება ალექსანდრე არ იყო ამის მიზეზი, შეიძლება მიას დატოვება არ მინდოდა მარტო ან იქნებ, სულაც წვიმიანი ამინდი მაკრთობდა. მოკლედ, არ ვიყავი დღეს ამის ხასიათზე და გუშინდელის მერე, ალბათ, ალექსი არც შემამოწმებდა, ამიტომ ცოტა ხნით ვიფიქრე დავრჩები-მეთქი. ცოტას დავაგვიანებდი მაინც, პრინციპულად, იმის ნიშნად, რომ მაა არ ვემორჩილები.
- არ გაგვიანდება შენ? - ჩუმად მკითხა მიამ. ლილე ახალი გაცილებული გვყავდა სამსახურში.
- შენ წარმოიდგინე და კი.
- მერე?
- რა ვიცი... ისევ ისეთი ბრაზიანია შენი ძმა?
- რა? - სახეზე გაურკვევლობა დაეტყო.
- ჰო, - მხრები ავიჩეჩე და კარგად მოვკალათდი დივანზე. - მაინც და მაინც მის კომპანიაში მოვხვდი.
- შეუძლებელია! - ტელევიზორი გამორთო და მთელი სხეულით მომიტრიალდა.
- თურმე შესაძლებელი ყოფილა.
- მაგრამ...
- წამოსვლა ვცადე, მაგრამ ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. სპეციალურად არ გამიკეთებია.
- ეს არც მიფიქრია, - თვალები დააჭყიტა.
- სამაგიეროდ მან იფიქრა.
- არა, ამის წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ...
- უბრალოდ უცნაურია.
- ვნანობ, რომ წლების წინ ვიჩხუბეთ. არ შემეძლო, ასე მოგქცეოდი.
და უცებ, მთელ ამ სიჩუმეში, თითქოს ნათება გაჩნდა და წარსულში დავბრუნდი.
გამახსენდა, ურთიერთობა რომ აგვერია და ყველა წვრილმანზე კამათი დავიწყეთ. ისიც გამახსენდა ამის მიზეზი რა იყო: მიას ერთი ბიჭი მოსწონდა, ამ უკანასკნელმა კი იფიქრა, კარგი იქნებოდა თუ მიას თანდასწრებით ამიხსნიდა სიყვარულს.
მშვენივრად იცოდა ჩემ მეგობარს რომ უყვარდა და ეს ყველაფერი მაინც გაუკეთა. მთელი არსებით მძულდა ამის გამო, უფროსწორად შევიძულებდი, რომ შემძლებოდა. ზიზღი ზედმეტად დამღლელი რამაა და მთელი შენი გონების დათმობას ითხოვს, ხანდახან გულისაც, მე ამის თავი ნამდვილად არ მქონდა.
VOCÊ ESTÁ LENDO
წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)
Romanceალექსანდრეს და ელენეს საერთო წარული აქვთ. წარსულის შესახებ არავინ იცის, ყველაზე ახლო მეგობრებმაც კი. განვლილი დრო თითქოს ყველას დავიწყებული აქვს, ან თავს აჩვენებენ... წარსულს აჩრდილები მოჰყავს... სიყვარულზე უარს ამბობენ, მაგრამ ამ გრძნობა...