ლილეს სააგარაკო სახლის პირველ სართულზე ერთი მშვენიერი კუთხეა. დეტექტიური ჟანრის წიგნებით გაწყობილი თარო მთელ სიგრძეზეა ჩაყოლებული, წინ კომფორტული სავარძელი დგას, გვერდით კი დიდი ფანჯარა. სწორედ ამ ადგილში მოვიკალათე დილიდანვე. უკვე ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რას აქ ვართ და გუნდაობისა და დალევის მეტი არაფერი გაგვიკეთებია. თითქოს თინეიჯერები ვყოფილიყავით, რომლებიც ამ ყველაფერს მშობლების უკითხავად აკეთებდნენ.
თუ კი აქამდე სანდრო, ბექა და ალექსანდრე გაუგებარი მიზნით დაპატიჟებულებს ჰგავდნენ, სულ ორი დღის განმავლობაში ახლობელ ადამიანებად იქცნენ. სანდროსთან ბავშვობის მეგობრობა მაკავშირებდა, თუმცა ამას ვერ ვაღაირებდი, რადგან შესაძლოა ბევრი კითხვა გაჩენილიყო, ამიტომ აფშილავას ისევ დემეტრეს მეგობრად ვასაღებდით.
რაც შეეხება ბექას, ის ყველაზე მხიარული აღმოჩნდა, თუმცა არა დემეტრეს მსგავსად. ვხედავდი, რომ ქეთას ხშირად აკვირდებოდა, ყველა რომ ვიცინოდით, ის იმით ინტერესდებოდა, ქეთას თუ ეღიმებოდა ნათქვამზე და მისი სახე კარგი სანახავი იყო, როცა დაინახავდა, ხუმრობით დადვანი თუ გააცინა.
ქეთა ცაში დაფრინავდა, ასეთი ბოლოს სკოლის პერიოდში ვნახე მაშინ, როდესაც პირველად ჰქონდა ურთიერთობა ბიჭთან. მას მერე ასეთი ლაღი არ მინახავს და კარგი გრძნობა იყო, ბედნიერს რომ ვხედავდი. ლილე ჩუმად იყო, მაგრამ მაინც მხიარულობდა და გასაკვირად კარგად გაუგო ალექსანდრეს. ვიცოდი, რომ კეკელიას ხალხი ადვილად უყვარდებოდა.
ურთიერთობები დალაგდა და ყველაფერი კარგად მიდიოდა, გარდა ერთისა, სანდრო სულ ცხვირჩამოშვებული დადიოდა. ახლაც, როცა სავარძელში მჯდარი დაჟინებით ვაჩერდებოდი, ვერაფრით მამჩნევდა და ფანჯარაში იმზირებოდა მოქუფრული სახით.
- რა გაწუხებს? - ოთახში ჩვენ გარდა ჯერ არავინ იყო, ამიტომ გადავწყვიტე მეკითხა.
VOUS LISEZ
წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)
Roman d'amourალექსანდრეს და ელენეს საერთო წარული აქვთ. წარსულის შესახებ არავინ იცის, ყველაზე ახლო მეგობრებმაც კი. განვლილი დრო თითქოს ყველას დავიწყებული აქვს, ან თავს აჩვენებენ... წარსულს აჩრდილები მოჰყავს... სიყვარულზე უარს ამბობენ, მაგრამ ამ გრძნობა...