უფრო მეტი სიმართლე

2K 116 48
                                    

  ნაკაშიძეების ვერანდაზე ვართ ყველანი და ვსვამთ. მიამ დაიჟინა ჩვენი  გამოჯანმრთელება და კარგად ყოფნა როგორ არ უნდა აღვნიშნოთო და თავისთან დაგვპატიჟა. არ ვიცოდი, თუ დემეტრეს სახლი ჰქონდა და არა ბინა, ასე რომ ბარბექიუსთვის ნამდვილად არ მოვმზადებულვარ.

  თებერვალი იწურება და მარტის მატყუარა სითბოა შემოპარული, უჩვეულოდ თბილა, ან სასმელი მათბობს, რომელსაც დღეს ნამეტანი წავეტანე. სულ რამდენიმე კვირაა, რაც მია და დემეტრე გამოწერეს, თუმცა როცა სრულიად გამოჯანმრთელდნენ, დიასახლისის თაოსნობით ამის აღნიშვნა გადაწყდა. დილაადრიან დარეკა ქალბატონმა და ქეთა, რომელიც მხოლოდ რესტორნისთვის ამზადებდა და რომელმაც ერთადერთხელ, მიას ქორწილში გაგვასინჯა საკუთარი ნახელავი, სულ ორი სიტყვით დაითანხმა სახლის ვერანდაზე ბარბექიუ რომ მოეწყო. რომ მივედით და ბექა დავინახე, მაშინ კი მივხვდი რაშიც იყო საქმე.

- ბევრი ხომ არ მოგივიდა, ქალბატონო ელენე? - ამ საღამოს კიდევ ერთი საპატიო სტუმარი როგორც იქნა შორდება ლილეს და ჩემთან იწყებს საუბარს.

- დიახ, - ვთქვი და კვლავ მოვსვი ღვინო ბოკალიდან.

- აღარ გინდა მეტი.

- ხელი გაწიე! - სასწრაფოდ ვარტყამ ხელზე მსუბუქად, როგორც კი ბოკალს ეტანება გამოსართმევად.

- დარდობ რამეზე?

- არა, რა მაქვს სადარდებელი.

- ირონია ძველ მეგობრებზე არ ვრცელდება.

- დიდი ხანია მეგობრობა შევწყვიტეთ  - თვალებში ვაშტერდები. - მე და შენ შვიდი წლის წინ დავამთავრეთ, სწორედ მაშინ, როცა ალექსანდრე გაქრა.

- შენ თავად გაქრი და ასე მარტივად არ ხდება.

- ხდება. შენ შეგეძლო, დაგერწმუნებინა ის, მაგრამ რა გააკეთე? თამაშში აჰყევი და დღემდე ასეა!

- გითხრა?

- რა? ის, რომ ისევ საქმეშია? რომ ისევ ეხმარები? თუ ის, რომ შურისძიებაზე ჩემ გამოც კი არ ამბობს უარს?

წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz