ანას მკვლელობიდან რამდენიმე კვირა იყო გასული ჰარის კი ბრაზი მისი საყვარელი ქალის მიმართ უფრო უღრმავდებოდა ,ვერ ხვდებოდა როგორ მოატყუა ამ ქალმა და როგორ დააბრმავა ასე. მან ხომ ყველაფერი გააკეთა მისი ბედნიერებისთვის? რა არ ჰყოფნიდა?
ყველაზე მეტად კი ერთი კითხვა აწუხებს ჰარის. ანა რომ ახლა ცოცხალი ყოფილიყო ისე მარტივად მიატოვებდა როგორც თავისი ყოფილი ქმარი მიატოვა ფულის არ ქონობის გამო?
მისი ერთი ნაწილი ფიქრობდა რომ ანა ამას არ იკადრებდა მაგრამ მეორე ნაწილს ამ ქალის მიმართ ნდობა საერთოდ არ გააჩნდა.
ანდაც ამ ყველაფერს ახლა რა მნიშვნელობა ჰქონდა, ანა ხომ გარდაცვლილი იყო? ჰარი მაინც ვერ შეძლებდა მისთვის რამის კითხვას და ყველაფრის გაგებას.ამ ბოლო დროს სამსახურში არ წასულა რამაც მისი უფროსი გააბრაზა და მიუხედავად იმისა რომ ჰარის მდგომარეობას ითვალისწინებდა მაინც საყვედური შეუთვალა და თხოვა რომ სამსახურში მალე დაბრუნებულიყო რადგან პაციენტთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებდა ჰარის კი უსაქმურობის დრო არ ჰქონდა.
ამიტომ საჭირო იყო რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყო სამუშაოზე.დილით ჩვეულებრივ ადრე ადგა სააბაზანოში შევიდა, უბრალოდ შხაპი მიიღო , ტანსაცმელი ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა, შავი ყავა გაიმზადა შემდეგ კი მაგიდას მიუჯდა და ყავის ნელა დალევა დაიწყო.
სახლს ათვალიერებდა და ხვდებოდა რომ უკვე ამ ბინის მიმართ დიდ ზიზღს განიცდიდა, რადგან სწორედ აქ გარდაიცვალა ანა და პლიუს სწორედ აქ ცხოვრობდა იმ ქალთან ერთად რომელმაც მწარედ მოატყუა ჰარი და მის გამოყენებასაც კი აპირებდა.
ალბად უნდოდა ჰარის ფული რომლის დაგროვებაც ჰარიმ დიდიხნის წინ დაიწყო და დღესაც ამას აკეთებდა , წაეღო და გაუჩინარებუიყო, ან საერთოდაც იქამდე დარჩენილიყო ჰარისთან სანამ უზრუნველად და კარგად ცხოვრობდა, შემდეგ კი მიეტოვებინა ის და გაქცეულიყო.
ყავა მაგიდაზე გაბრაზებულმა დადო და გასასვლელთან მივიდა. კარადიდან თხელი ქურთუკი გამოიღო და ჩაიცვა, შემდეგ სახლიდანაც გავიდა და სადარბაზოს კიბეები ნაჩქარევად ჩაირბინა.
მანქანაში ჩაჯდა და სამსახურისკენ წავიდა.
YOU ARE READING
ახალი ფერები (დასრულებული)
Romanceმისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იცვლება... ყველაფერი ფერებს კარგავს.. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც... ის შეძლებს ამ ადამიანის ცხოვრებაში ფერების კვლავ შემოტანას