29

651 52 23
                                    

ამელიას პლედი სხეულზე ჰქონდა შემოხვეული და ისე იჯდა სავარძელზე.
ვნებიანი საღამოს კვალი მის სხეულს ნათლად ეტყობოდა, ფეხზე ძლივს დგებოდა და ასევე სხეულზე დატოვებულ დალურჯებებსაც არ მალავდა,მაგრამ სამსახურში წასვლის დროს როგორმე უნდა მოეხერხებინა  მათი დაფარვა.
პლედი მოიშორა და თხელი მაისურით გავიდა ჰარისთან, ის სამზარაულოში იყო და თეფშზე ტკბილეულობას ალაგებდა.

- სად ხარ ამდენი ხანი?- კითხა ამელოამ და ზურგზე მივეხუტე.  მისი ჩაცინების ხმა გაიგო და მალევე ხელზე შეხებაც იგრძნო.

- შენ რატომ ადექი?- შემობრუნდა- კარგად ხარ?- ეშმაკურად ჩაიცინა, ამელიასგან კი მუჭის მსუბუქი ჩარტყმა მიიღო მხარში.

- ნუ მაიმუნობ- მასაც გაეცინა.

- წამოდი. - ცალი ხელი მოხვია , ცალით კი თეფში აიღო და მისაღებისკენ წავიდნენ.

სავარძელზე მოკალათდნენ და ერთმანეთს მოეხვივნენ. ჰარი პლედს დაწვდა და  თავის და ამელიას  სხეულს მოაფარა.

***
- არ მინდა სამსახურში- ამოიბურტყუნა ამელიამ და ჰარის მკერდს მიეკრო.

- მიდი რა ადექი- კაცმა ხელი წელს ქვემოთ შეუცურა და მისი სხეული წამში ზემოდან დაისვა.  - უნდა წავიდეთ.

- არ წავიდეთ რა- წარბები აათამაშა და ჰარის შიშველ მკერდზე დაიწყო წრეების ხაზვა.

- როდის მერე გახდი ასეთი?- ჩაიცინა ჰარიმ და წამოდგა. ერთმანეთის პირისპირ ჰქონდათ სახეები.

- დღეიდან- ჩაიცინე.

- მაიმუნობ- ყელში აკოცა და საწოლიდან წამოდგომა სცადა, მაგრამ ამელიამ მისი შეჩერება დაიწყო. ჰარიმ ერთი ამოიოხრა, მთელი ძალით წამოიწია და მალე ამელია მის ხელებში მომწყვდეული აღმოჩნდა.

- ჰარი- წამოიკრუსუნა.

- ჩშ..- კიდევ ერთხელ აკოცა ყელში, მაგრამ ეს სველი და ხანგრძლივი გამოჩნდა.

ახალი ფერები  (დასრულებული)Where stories live. Discover now