ყველაზე ნაკლებად ამელია ჰარისგან ასეთ მოულოდნელ და ნაჩქარევ პატიებას ელოდა, მაგრამ ამით უკმაყოფილო ნამდვილად არ ყოფილა და ყველანაირად ცდილობდა რომ ურთიერთობა არ დაეძაბა და ყველფერს მშვიდად მიდგომოდა.
ეს დღე ჰარისთვის ძალიან გადატვირთული აღმოჩნდა, უფროსმა გადაწყვიტა რომ დრო იყო თავისი ქირურგისთვის ძველი სამუშაო საათები აღედგინა და ისევ სრული დატვირთვით დააწყებინა მუშაობა მაგრამ, დღევანდელი დღე იმით განსხვავდებოდა რომ უფრო რთულ სიტუაციებთან მოუხდა შეჯახება. სავაჭრო ცენტრში დიდი აფეთქება მოხდა, რის გამოც ბევრი ადამიანი დაშავდა, ისინი აქ იყვნენ გადმოყვანილი. ყველა ქირურგი დაკავებული იყო და ამოსუნთქვის დროც კი არ ჰქონდათ.
- ჯეკ ნეიროქირურგს დაუძახე, უთხარი რომ აქ მჭირდება- ჰარი შემდეგ მეორე ინტერნს მიუბრუნდა რომელიც, ახლახანს აიყვანა- შენ კი მაგნიტურ რეზონანსულ გამოკვლევაზე წაიყვანე, მინდა რომ ყველაფერი მზად იყოს.
- კარგი- დაიშალნენ, ჰარი კი მეორე პაციენტთან მივიდა, რომელიც ტკივილისგან საშინლად იმანჭებოდა.
- ვინ არის ამ კაცის მკურნალი ექიმი?-იკითხა მაგრამ ხმა არავინ გასცა- ზეინ?
- გისმენ.
-შენია ეს პაციენტი?
- არა- ზეინმა მხრები აიჩეჩა და თავის პაციენტზე ზრუნვა განაგრძო.
- ჯანდაბა ვის ეკუთვნის მაშინ?!- ამოიღრინა და თვითონ მივიდა კაცთან.
მისი ისტორია აიღო და გადაკითხვას შეუდგა.- მტკივა..-ამოილღლუღა კაცმა.
- სად გტკივათ?- მან გულ-მკერდის არე უჩვენა. - აბა ვნახოთ.- მაისური ზემოთ აუზია და მარჯვენა მხარეს, ფილტვის არეალში საგრძნობლად დიდი დაჟეჟილობა შეამჩნია.
- სუნთქვა.. მიჭირს..- დაახველა და საწოლზე უღონოდ გადაწვა.
- ჯანდაბა..- სხვა გზა არ ჰქონდა, ის ადგილი უნდა გაეჭრა და პაციენტს სუნთქვაში დახმარებოდა.
ჯერ მარჯვენა მკერდის არე გაუწმინდა და სპეციალური ხსნარი წაუსვა, შემდეგ კი სკალპელით გაჭრა ის. ფრთხილად უნდა ყოფილიყო, რადგან ფილტვის დაზიანება შეძლების დაგვარად თავიდან უნდა აეცილებინა.
YOU ARE READING
ახალი ფერები (დასრულებული)
Romanceმისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იცვლება... ყველაფერი ფერებს კარგავს.. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც... ის შეძლებს ამ ადამიანის ცხოვრებაში ფერების კვლავ შემოტანას