ეს დილა მათთვის ძალიან სასიამოვნოდ დაიწყო, ერთმანეთში ახლაღთულებს გამოეღვიძათ.
ამელიამ ხელები მოაშორა ჰარის სხეულს, ლოყაზე ნელა აკოცა და ფეხზე წამოდგა, სხეულზე არეულად მიკრული მაისური გაისწორა და სააბაზანოსკენ წავიდა მაგრამ გზაში გაჩერდა, უკან მიბრუნდა კარადიდან ჰარის მაისური გამოიღო, შემდეგ კი ისევ სააბაზანოსკენ წავიდა.
სხეულიდან ყველა ნაჭერი მოიშორა და თბილი წყლის ქვეშ დადგა.
ხელში პატარა ბოთლი აიღო და სურნელოვანი ბლანტი სითხე სველ თმებში შეიზილა.
ირგვლივ ყვავილების სურნელი დატრიალდა და ამელიამაც თავი კარგად იგრძნო.- მეც არ ვიდფიქრე ასეთი კარგი სურნელი საიდან მოდისთქო..- უკნიდან ჰარი აეკრო და ტუჩები ნელა კისერზე მიაწება.
- დამაცადე შხაპს ვიღებ- ჩაეცინა ქალს და ჰარის მოშორდა.
-მერე ვინ გიშლის?- მხრები აიჩეჩა- მეც უნდა შემოგიერთდე.
მანაც ამელიას ქცევა გაიმეორა და თმები ქაფით დაეფარა.- დღეს მთელ დღეს ერთად გავატარებთ- თქვა ჰარიმ და სხეულიდან ქაფი მოიშორა.
- დაგეგმე ყველაფერი?
- დიახ..
- და სამსახური?
- დღეს უქმე დღე გვაქვს- თვალი ჩაუკრა და ტუჩებზე აკოცა.
- სახლში ვიქნებით თუ სადმე გავალთ.
- ჯერ სახლში და შემდეგ გარეთ. -მის სხეულს მიეკრო- ძალიან ლამაზი ხარ..- ამელიას ტუჩებზე ამოიჩურჩულა.
- ვიცი..-ჩაეცინა.
- რომ მაგიჟებ ეგ იცი?
- ძალიან კარგად- ფართოდ გაეღიმა ამელიას.
- რომ მიყვარხარ?- თავი დაუქნია ქალმა.
-და..- წინადადება გაწყვიტა- ახლა რომ ძალიან მინდიხარ ეგეც იცი?- ტუჩზე იკბინა.
- ეგ არ ვიცი- ამელიამ ცალი ხელი ჰარის კისერზე შემოხვია- დამიმტკიცე!- გამოიწვია. -შეძლებ?
YOU ARE READING
ახალი ფერები (დასრულებული)
Romanceმისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იცვლება... ყველაფერი ფერებს კარგავს.. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც... ის შეძლებს ამ ადამიანის ცხოვრებაში ფერების კვლავ შემოტანას