3

930 65 18
                                    

- სანამ საოპერაციოს მოამზადებენ იქამდე ჭრილობას დააწექი და შეეცადე რომ პაციენტმა რაც შეიძლება ცოტა სისხლი დაკარგოს- ხელები რომლებიც აქამდე პაციენტის ჭრილობაზე ჰქონდა დადებული ასწია და თავის ასისტენტს დაუთმო ადგილი. - სისხლის ჯგუფი მითხარი - უთხრა ექთანს.

- მეორე დადებითი - უპასუხა მან.

- სასწრაფოდ პირველი ჯგუფის სისხლი მოიტანე, მისი გადასხმა შეიძლება- ექთანი სასწრაფოდ წავიდა სისხლის მოსატანად.
პირველი ჯგუფის სისხლი ყველაზე მოსახერხებელია გადასხმისთვის, რადგან ყველა ჯგუფის სისხლს ერგება და ადამიანს არ აყენებს საფრთხეს, მაგრამ ვისაც პირველი ჯგუფის სისხლი აქვს, ის სხვა ჯგუფისას ვერ მიიღებს.  მართლაც რომ  სასწაულად არის ადამიანის შინაგანი სამყარო მოწყობილი.

- მოვიტანე.

- სასწრაფოდ კათეტერი ჩაუდგით ვენაში- გასცა ბრძანება, თვითონ კი ისევ ჭრილობას მიუბრუნდა- საოპერაციო მზად არის?!- დაიყვირა მოთმინება დაკარგულმა, როდესაც შეამჩნია რომ პაციენტის მდგომარეობა უარესდებოდა.

- უკვე მზად არის- ანერვიულებულმა თქვა ექთანმა.

- წავედით ჯეკ.  ჭრილობაზე ხელი გეკიდოს.

****
საოპერაციოდან დაღლილი გამოვიდა, მართლაც რომ რთული აღმოჩნდა ეს ყველაფერი რადგან გოგონას რამდენჯერმე დაეწყო ძლიერი სისხლდენა ეს კი მის გადარჩენის საკითხს კითვის ნიშნის ქვეშ აყენებდა, საბედნიეროდ პროცესმა წარმატებით ჩაიარა ახლა კი გოგონა პალატაში არის გადაყვანილი.
 
- ყურადღება მიაქციეთ მას- უთხრა იქვე მდგომ ექთნებს თვითონ კი მთავარი ექიმის კაბინეტისკენ წავიდა. - გავიგე რომ მეძახდით.

- შემოდი ჰარი- მამაკაცი სავარძელზე გასწორდა და ჰარის ანიშნა რომ მის წინ დამჯდარიყო, ისიც დაემორჩილა.

- რამე ხდება?

- ეგ შენ უნდა მითხრა. - უპასუხა მან.

ახალი ფერები  (დასრულებული)Where stories live. Discover now