12

650 52 18
                                    

ჩუმად ვახშმობდნენ რის გამო ქეითი თავს საკმაოდ უკმაყოფილოდ გრძნობდა, მან ეს ყველაფერი იმიტომ მოაწყო რომ ჰარის და ამელიას დაახლოება ჰქონდა გადაწყვეტილი ახლა კი ამის მაგივრად ორივენი ჩუმად ისხდნენ.

- აბა ამელია მოგვიყევი შენზე რამე- ჩანგალი გვერდით გადადო და წვენის ჭიქა აიღო ხელში, რადგან მისთვის ღვინო არ შეიძლებოდა სხვებისგან განსხვავებით.

- რა გაიმტერესებთ?- ტუჩები ფრთხილად მოიწმინდა და პასუხის გასაცემას მოემზადა.

-მშობლებზე გვიამბე რამე. -ხელები მაგიდაზე დააწყო და სმენად გადაიქცა.

- ამ.. დედა ბავშვობაში დაიღუპა მძიმე დაავადებით- უხერხულად შეიშმუშნა- მამა კი ოფიცერია ერთ- ერთ განყოფილებაში.

- გასაგებია- ქეითმა გაიღიმა და შეეცადა ამელია არ დასევდიანებულიყო დედას გამო, ამიტომ სალაპარაკო თემა შეცვალა.

- შენ და ჰარი ერთად მუშაობთ ჰო?

- კი ასეა.

- როგორ ეგუებით ერთმანეთს?- ჰარიმ მას უცნაური მზერით გახედა, თითქოს ანიშნებდა რომ რაღაც ეჭვები ჰქონდა ქალბატონის გეგმაზე. ქეითმა უბრალოთ თვალები აატრილა და ამელიას მიუბრუნდა.
ქალმა ჩაიცინა

- ნუ.. თავიდან ცუდად დავიწყეთ.

-ცუდად? მაგაში რას გულისხმობთ?- ინტერესით სავსე თვალები მიანათა ამელიას.

- ქეით რა გჭირს? ძალიან ცნობისმოყვარე გამხდარხარ- ჩაიცინა ჰარიმ.

- ჰაროლდ გაჩუმდი!-შეუბღვირა. ამაზე ამელიას ჩაეცინა. - ამელია გააგრძელე.

-  მე და ჰაროლდი- ეს სახელი გამოკვეთა და თან ჰარის გადახედა- ხშირად ვკამათობდით.

-ჰმმ.. ეგ არაფერი.- ჩაიცინა ქეითმა.

- პირველად ერთმანეთი განყოფილებაში ვნახეთ. იქაც გამაღიზიანა- ჩაიცინა ამელიამ.

- მაინც როგორ?- ჰარი მისკენ შეტრიალდა.

- ფლირტით. - წარბი ასწია.

ახალი ფერები  (დასრულებული)Where stories live. Discover now