ახალი ფერები (10)
ჰარის ნამდვილად ენა ჩაუვარდა, გაოცებული იყო ამელიას, მისი ფსიქოლოგის აქ დანახვით.
-გამარჯობა ჰარი- თქვა ამელიამ ისე ჩვეულებრივად რომ ქეითმა ეს შეამჩნია და მის გვერდით მდგომს დაინტერესებულმა გახედა.
- გაგიმარჯოს ამელია. როგორ ხართ?- ჰკითხა ჰარიმ და გაიღიმა.
- კარგად და თქვენობით საუბარი მგონი ნამდვილად არ არის საჭირო. - ქალმაც გაიღიმა.
- ერთმანეთს იცნობთ?- გაიკვირვა ქეითმა და პარკიდან შოკოლადის ნაყინი ამოიღო.
- ხო - თქვა ჰარიმ.
- საიდან?- ქეითი უკვე არცერთს უყურებდა და ისე სვამდა კითხვებს, მის მთავარ ინტერესს ახლა გემრიელი ნაყინი წარმოადგენდა.
- სამსახურიდან. - ახლა ამელიამ უპასუხა.
ქეითმა თავი წამოსწია და დაინახა თუ როგორ ჩუმად იღიმოდა ჰარი და თავში მშვენიერი იდეა მოუვიდა.- ამელია- ქალმა ორსულს შეხედა და ანიშნა რომ უსმენდა- აქ ჰარის სახლის დასალაგებლად მოვედით, მე ვერაფერს ვაკეთებ და ალბად ხვდები რატომაც- მუცელზე ანიშნა- და იქნებ შენ დაეხმარო ჰარის? მარტო ამდენს ვერ შეძლებს.
ჰარიმ წარბები მაღლა აზიდა და თვალებიც გააფართოვა, იცოდა რომ ამელია კითხვებს დაუსვამდა და არ სურდა ახლა მისი სახლში ყოფნა, სამსახურში ძლივს არიდებდა სიანსებს თავს.- სიამოვნებით- ამელიამ ღიმილით გახედა ჰარის და თითქოს ანიშნებდა გამოგიჭირეო. -ჯერ სახლში გავალ გამოვიცვლი და აუცილებლად გეწვევით.
- მშვენიერია ამელია. - უპასუხა ქეითმა ღიმილით- დაგელოდებით- ჰარი შიგნით შეიყვანა და თვითონაც უკან მიყვა.
- რას ნიშნავდა შენი ამდაგვარი საქციელი ქეით?- ხელები გადაიჯვარედინა ჰარიმ.
- რა უნდა ნიშნავდეს? ქალს უბრალოდ დახმარება ვთხოვე. ამაში ცუდი არაფერია- მხრები აიჩეჩა ქეითმა და ნაყინით ხელში იქვე ჩამოჯდა- ერთად უფრო მალე მორჩებით საქმეს.
YOU ARE READING
ახალი ფერები (დასრულებული)
Romanceმისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იცვლება... ყველაფერი ფერებს კარგავს.. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც... ის შეძლებს ამ ადამიანის ცხოვრებაში ფერების კვლავ შემოტანას