დილით ჰარი ზლაზვნით წამოდგა საწოლიდან. რატომღაც ძალიან ეზარებოდა დღეს ადრე ადგომა.
საწოლზე წამოჯდა და ხელში მაშინვე ტელეფონი მოიმარჯვა და უფროსთან დარეკვა გადაწყვიტა.
რამდენიმე ზარის შემდეგ მამაკაცის ხმა გაისმა.- ჰარი? ასე ადრე რატომ რეკავ?
- დილამშვიდობის- ჩაიცინა- მინდა დღეს თავი გავითავისუფლო.
- რამე ხდება?- ხმა დაუსერიოზულდა მას.
-მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. სანერვიულო არაფერია.
- აჰ გასაგებია. კარგი შეგიძლია არ მოხვიდე, ოპერაციებს დანარჩენ ქირურგებს გადავუნაწილებ.
- მადლობა.
- არაფრის ჰარი- ტელეფონი გათიშა და ტუმბოზე დადო.
წელს ზემოთ შიშველს ეძინა,ასე ქვემოთ ვერ ჩავიდოდა ქეითის ერიდებოდა, ამიტომ იქვე სკამზე გადადებული მაისური გადაიცვა და ქვემოთ ჩაუყა კიბეებს.- დილამშვიდობის - გაიღიმა და მისაღებში სავარძელზე დაჯდა.
- ოჰ დილამშვიდობის ჰაროლდ- თქვა ქეითიმ, ხოლო როდესაც ჰარის მოჭუტული თვალები და მომუწული ტუჩები დაინახა ხმამაღლა გაიცინა. -ნეტა ახლა დაგანახა შენი თავი.
- ჰაროლდს ნუ მეძახი.
- კარგი ედვარდ- ტუჩის კუთხე ჩაუტყდა ქეითს.
- ეგ ხომ მითუმეტეს- ოხვრით თქვა.
- რასაც მინდა იმას დაგიძახებ- მხრები აიჩეჩა.
- ოჰ ვითომ რატომ? - წარბი ასწია ჰარიმ
- არ გახსოვს? - თვალები გააფართოვა- მე ორსულად ვარ ასე რომ ყველაფრის უფლება მაქვს-ამაყად გაშალა მხრები.
ჰარი ფრუტუნით წამოდგა ზემოთ და სამზარეულოშუ მაქსთან გავიდა.- ნუ ფრუტუნებ ყმაწვილო!- გამოსძახა ქეითმა.
- ზოგჯერ მაბრაზებს- თქვა ჰარიმ და მაქს გვერდით დაუდგა.- ისევ სამზარეულოში გამოგხიზნეს?- ჩაიცინა
YOU ARE READING
ახალი ფერები (დასრულებული)
Romanceმისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იცვლება... ყველაფერი ფერებს კარგავს.. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც... ის შეძლებს ამ ადამიანის ცხოვრებაში ფერების კვლავ შემოტანას