დღეს უქმე დღე ჰქონდა და თავს ნამდვილად კმაყოფილად გრძნობდა.
დილით უკვე მომზადებული დაეშვა კიბეებზე და მისდა გასაკვირად მისაღებში დივანზე მჯდომი ქეითი დაინახა.
რომელიც ჰარის დანახვისთანავე ფეხზე წამოდგა.- კარგია რომ მზად ხარ- გაიღიმა მან.
- ანუ მაინც მოდიხარ- სამზარეულოსკენ წავიდა ჰარი და მაცივრიდან ბანანი გამოიღო.
- დიახ. ჩემს გარეშე ვერაფერს გაართმევ თავს.
- და საიდან მოიტანე ეგ?-ბანანს ქერქს აცლიდან და ისე საუბრობდა.
- ნუ მეწინააღმდეგები ჰაროლდ! გვერდით ქალი გჭირდება!- ხელიდან უკვე გასუფთავებული ბანანი აართვა და თვითონ დაიწყო ჭამა. ჰარიმ ამ საქციელზე უბრალოდ თვალები აატრიალა- ახლა კი წამოდი- ზურგი აქცია მას და კარებისკენ დაიწყო სვლა.
- როგორც ყოველთვის ორსულს უნდა დაემორჩილო- წაიბურტყუნა და მაცივრიდან ახალი ბანანი გამოიღო, შემდეგ კი ქეითს წაყვა უკან.
****
- შენი ქმარი სად არის?- ჰკითხა ჰარიმ და მანქანა უკვე მაღაზიის წინ გააჩერა.- საქმე ჰქონდა და წავიდა.
- რა საქმე?- ჩაეძია ჰარი.
- უკვე მაღიზიანებ ჰაროლდ!- წარბი ასწია ქეითმა- წამოდი და საჭირო ნივთები ვიყიდოთ.
ჰარი მას უკან გაყვა და მალევე შევიდნენ საჭირო შენობაში.
ჭურჭლის განყოფილებაში გადავიდნენ და არჩევა დაიწყეს.- ერთადერთი ქალი ხარ რომელსაც დავემორჩილე და ესეც დროებითია- ამოიბურტყუნა ჰარიმ.
-ვნახოთ მერე თუ არ დაგიმორჩილებენ- თავისთვის თქვა.
- რამე მითხარი?
- არა.
საჭირო ნივთების ყიდვის შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და ჰარის ბინისკენ წავიდნენ.
- იმედია ყველაფერი ვიყიდეთ- თქვა ქეითმა.
- რამე რომც არ გვქონდეს ნაყიდი არ არის პრობლემა, მე ვიყიდი საჭირო ნივთებს და ყველაფერი მოგვარდება. ახლა კი წამოდი ბინაში ავიდეთ.
YOU ARE READING
ახალი ფერები (დასრულებული)
Romanceმისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იცვლება... ყველაფერი ფერებს კარგავს.. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც... ის შეძლებს ამ ადამიანის ცხოვრებაში ფერების კვლავ შემოტანას