-მოვემზადები და წავიდეთ- ღიმილით თქვა ამელიამ და ჰარის თავისი ხელი ძლივს გამოსტაცა, მამაკაცი ისე ძლიერად იყო ჩაჭიდებული, რომ წასვლის უფლებასაც არ აძლევდა.
როდესაც მისგან განთავისუფლდა, სხეულიდან თეთრი ხალათი გაიხადა და თავისი ნივთები აიღო.- შეგვიძლია წავიდეთ- ჰარი მასთან მივიდა, ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა, ამელიას გაეღიმა მის საქციელზე და თვითონაც შემოაჭდო ხელები წელზე. სიამოვნებდა რომ ჰარი ასეთი თბილი და მზრუნველი იყო. - არ წავიდეთ?
- ჰო- ამოიბუტბუტა. თავზე აკოცა და ხელებიც შეუშვა- ახლა წავიდეთ.
კაბინეტის დატოვების შემდეგ, ჰარის ოთახისკენ წავიდნენ რადგან ისიც უნდა მომზადებულიყო წასასვლელად.
- დამელოდე და მალე გამოვალ- ტუჩებზე წამიერად მიეკრო და გამოსაცვლელად კაბინეტში არსებულ პატარა ოთახში შევიდა.
ამელია იქვე ჰარის მაგიდას მიუახლოვდა და მისი თვალიერება დაიწყო. ჰარის მაგიდა მართლაც ჩვეულებრივი ექიმის ადგილს გავდა.
საბუთების გარდა სხვა არაფერი ეწყო მასზე.
შემდეგ უკან შეტრიალდა და იქვე თაროებზე დადებულ სხვადასხვა დიპლომებს შეხედა, რომლებიც ჩარჩოებში იყო ჩასმული. უკვე მისი შეყვარებული მართლაც განათლებული და წარმატებული ადამიანი ყოფილა.- აბა მოგწონს- ჰარიმ ხელი უკნიდან მოხვია მუცელზე და მის მკერდს ააკრა.
- ძალიან- გაეღიმა.
- როგორც ხედავ კარგი არჩევანი გააკეთე?- კისერზე მიაკრო ტუჩები.
- დიახ. - თავი უკან გადასწია და ჰარის მხარს ჩამოაყრდნო. - შენთან კარგად ვარ- თვალები დახუჭა, სახე მისკენ მიატრიალა და ახლა თვითონ მიეკრო ჰარის კისერს ტუჩებით.
- მეც- ორივე ხელი მჭიდროდ მოხვია ჰარიმ- მაგრამ ახლა უნდა წავიდეთ. ვფიქრობ ჩემთან უფრო კომფორტულად და კარგად ვიქნებით.
- შენთან?- თავი ასწია და მისკენ შეტრიალდა მაგრამ ჰარის ხელები არ გაუშვია, ისევ მის წელზე ჰეონდა შემოხვეული.
YOU ARE READING
ახალი ფერები (დასრულებული)
Romanceმისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იცვლება... ყველაფერი ფერებს კარგავს.. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც... ის შეძლებს ამ ადამიანის ცხოვრებაში ფერების კვლავ შემოტანას