5

1K 64 9
                                    

სამსახურში მივიდა თუ არა მაშინვე საოპერაციოში შესვლა დაავალეს.

- რა მდგომარეობაა- ცდილობდა გზაში გარკვეულიყო ყველაფერში.

- ღვიძლის გადანერგვა უნდა განახორციელოთ, პაციენტს ციროზი აქვს და უკვე სამი წელია ღვიძლს ელოდა.

- კარგი. იპერაციამდე შეამოწმეთ ხომ?

- დიახ.  ანალიზები წესრიგში აქვს, არანაირი პრობლემა.

- რამე მედიკამენტზე ალერგია ხომ არ აქვს?

- არა ექიმო- უპასუხა ჯეკმა.

- მშვენიერია, მაშინ წავედით საოპერაციოში. - საოპერაციოდან მინით გამოყოფილ ოთახში შევიდა, ხელები დაიბანა, სრულყოფილად აღიჭურვა და საოპერაციოს კარები შეაღო. - მისტერ ადამს - მიმართა პაციენტს რომელსაც ჯერ კიდევ ეღვიძა- როგორ ბრძანდებით.

- ძალიან კარგად- ღრმად ამოისუნთქა.

- ახლა დაგაძინებთ და როდესაც გაიღვიძებთ თავს მშვენივრად იგრძნობთ თქვენს ახალ ღვიძლთან ერთად- ჰარიმ ანესთეზიოლოგს ანიშნა რომ პაციენტი დაეძინებინა- ათიდან უკუსვლით დაითვალეთ.

ისიც დაემორჩილა ჰარის.

- დავიწყოთ- პაციეტის მარჯვენა მხარეს, იქ სადაც ღვიძლი მდებარეობდა, სპეციალური სითხე წაუსვეს. - სკალპელი- ხელი გაუწოდა ჰარიმ.  გაკვეთის შემდეგ , ფრთხილად გადაწია სხეულის სქელი ფენა( აუ როგორ ამეღწერა არ ვიცოდი :დ)  და შეეცადა ღვიძლამდე წარმატებით მისულიყო- მომჭერი- ხელი გაიწოდა.
ღვიძლს მიუახლოვდა თუ არა ფრთხილად შეეცადა მის ამოკვეთას, მაგრამ არც ისე ძლიერი სისხლძარღვების გამო ღვიძლის კარის ვენა დაზიანდა და სისხლდება დაიწყო.

- წნევა ეცემა- აპარატმა წრიპინი დაიწყო. -წნევა უფრო და უფრო იკლებს.

- ასე უცებ როგორ დავარდა- თქვა ჰარიმ და შეეცადა სისხლდენა შეეჩერებინა.

- ექიმო სტაილს, ღვიძლის ვენაც დაზიანებულია- თქვა ჯეკმა.

- შენ ღვიძლის ვენას მიხედე, მე კი კარის ვენიდან შევეცდები სისხლდენის შეჩერებას.- დაძაბულობა საგრძნობლად დიდი იყო, მართალია გადანერგვის ოპერაცია რთულია მაგრამ ჰარი მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდა.

ახალი ფერები  (დასრულებული)Where stories live. Discover now