1

2.1K 75 32
                                    

დილით გაიღვიძა და მის გვერდით ვერ დაინახა მისთვია ძვირფასი ადამიანი.

- ანა?-  საწოლიდან წამოიწია და დაუძახა მას. მაგრამ სიჩუმის გარდა ვერაფერი მიიღო პასუხად.
თავისი ჩუსტები მოირგო და ოთახი დატოვა.
კიბეებს ქვემოთ მისაღებამდე ჩაუყვა.

- ანა?- ისევ დაიძახა მაგრამ ამაოდ.
სამზარეულოში შეაბიჯა და ისევ მისი სახელის დაძახებას აპირებდა , მაგრამ ნანახმა ადგილზე  გააშეშა.
თვალებგაფართოებული უყურებდა მის წინ იატაკზე მწოლიარე უსულო სხეულს, რომელიც სისხლში ცურავდა.
ურცრად მუხლები მოეკვეთა და ძირს დაეცა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე იჯდა, მაგრამ შემდეგ ანასკენ ნელა მიცოცდა და ხელი კანკალით მოუსვა სახეზე.

- ანა.. პატარავ- ჩუმად თქვა და მის გამოფხიზლებას შეეცადა, მაგრამ ეს ხომ  შეუძლებელი იყო.- არა..არა.. - ტირილი დაიწყო და ისე ჩაიხუტა მისი სხეული ჰარიმ.

ვერ გაეგო ეს ყველაფერი როგორ მოხდა, ისიც არ  იცოდა თუ რა იყო ამის მიზეზი.

***
ჰარი უკვე ანას საფლავთან იდგა და ცრემლებს ღვრიდა. უკვე ყველა წასულიყო დაკრძალვიდან, მხოლოდ ეს კულულა იდგა იქ და ყინულივით ცივ ქვას დაჰყურებდა სადაც ანას სახელი იყო ამოკაწრული.. მხოლოდ სახელი..

ვერ ეგუებოდა მის  არყოფნას სახლში, ვერ ეგუებოდა იმას რომ  არავინ აღარ აღვიძებდა თმებზე ფერებით, არავინ აღარ უმზადებდა ისეთ საუზმეს როგორსაც ამას ანა აკეთებდა.

მათ ერთმანეთი პირველად სკოლაში ნახეს, მაგრამ ანამ მალევე დატოვა ის სკოლა რადგან სხვაგან გადადიოდა საცხოვრებლად, მაგრამ ის ჰარის არასდროს დავიწყებია.

წლების შემდეგ ერთმანეთს ისევ შეხვდნენ, ოღონდ მეგობრის ქორწილში,  ანა თავისი საუკეთესო დაქალის მეჯვარე იყო, ხოლო ჰარი სიძის ახლო მეგობარი.
როდესაც ჰარიმ ის ლამაზ კრემისფერ კაბაში დაინახა, გაშეშდა. გოგონას სილამაზემ როგორც იტყვიან დააბრმავა, თან  საოცრად გაოცებული იყო იმის  გამო რომ გოგონას  ამდენი ხნის შემდეგ ისევ ხედავდა.
ჰარი მასთან მივიდა და გამოელაპარაკა, ერთად იცეკვეს, ცოტა დალიეს და ძალიან ბევრი ისაუბრეს, სწორედ ამ საღამოს დაახლოვდნენ ისინი.
კავშირი არ გაუწყვეტიათ, ჰარის ანას ნომერი ჰქონდა ასე რომ მას დაურეკა და შეხვედრა თხოვა.
  ერთმანეთს ხშირას ხვდებოდნენ და დამეგობრდნენ კიდევაც, მაგრამ ჰარის უკვე ეს უბრალო გოგონა ძალიან მოსწონდა, უკვე უყვარდებოდა. ანას კი ის მხოლოდ საკმაოდ ახლო მეგობრად მიაჩნდა, ამას ჰარი ხვდებოდა და ამის გამო გული ტკიოდა.

ახალი ფერები  (დასრულებული)Where stories live. Discover now