ამელია ღრმა ძილში იყო, მთელი საწოლი დაკავებული ჰქონდა და მშვიდად ფშვინავდა. გუშინდელი დამღლელი დღისა და ღამის შემდეგ ახლა ძილში პოულობდა შვებას.
დაახლოებით ერთ საათში საწოლში გაირხა, ხელები მაღლა ასწია და გაიჭიმა. თვალები ნელა გაახილა და მაშინვე ლამაზად მოქარგული ჭერი მოხვდა თვალში, ამ ოთახში ეს ერთ-ერთი დეტალი იყო, რომელიც ძალიან მოსწონდა.
საწოლიდან წამოიწია თუ არა მაშინვე მამაკაცის სილუეტს მოჰკრა თვალი, ჰარი მისაღებში დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. თან ხელები საზურგეზე შემოედო ხოლო ცალი ფეხი მეორეზე გადადებული ჰქონდა. დიდი ინტერესით შესცქეროდა ტელევიზორს. როდესაც ოთახიდან ხმა გაიგო , იქეთ გაიხედა და საწოლზე წამომჯდარი ამელია დაინახა. გაუღიმა, ქალმაც იგივე ჟესტით უპასუხა. ზეწარი ტანზე მოიხვია და ნელა წამოდგა ფეხზე.
ჰარი მასთან მივიდა.-აბა როგორ გეძინა?-წელზე ხელები შემოხვია.
-ძალიან კარგად- კმაყოფილმა გაიღიმა- დასვენებული და მოდუნებული ვარ.
-მეც ეს მინდოდა-ლოყაზე აკოცა- ახლა კი ვისაუზმოთ და მერე სადმე გავიდეთ.
-ჰო მაგრამ ჯერ მოვწესრიგდები- უკან დაიხია და აბაზანისკენ წავიდა.
- მე მანამდე წყალს ავადუღებ- ჰარი სამზარეულოსკენ წავიდა და ჩაიდანი გაზქურაზე დადგა.
შემდეგ ჭიქები გამოიღო და ყავის მომზადება დაიწყო.
არ იცოდა რა მოემზადებინა.
ტუჩები მომუწა და ფიქრი დაიწყო.
ამასობაში ამელიაც შემოვიდა სამზარეულოში.- აბა რას აკეთებ?- გვერდით ამოუდგა საქმროს.
- რა ვჭამოთ?-ჰკითხა.
- ამ.. ღვეზელები ხომ იყიდე გუშინ?- ჰკითხა.
- ოჰ კი!- კარადასთან მივიდა და ზედა კარები გამოაღო- აი აქ არის!- ცელოფნის პარკი აიღო, შემდეგ მაგიდაზე დადო.
- კარგი სუნი აქვს- თქვა ამელიამ და ერთი ცალი აიღო.
- მეზარებოდა რამის მომზადება- მხრები აიჩეჩა ჰარიმ.
YOU ARE READING
ახალი ფერები (დასრულებული)
Romanceმისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იცვლება... ყველაფერი ფერებს კარგავს.. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც... ის შეძლებს ამ ადამიანის ცხოვრებაში ფერების კვლავ შემოტანას