სანამ ჰარი ფსიქოლოგთან შევიდოდა იქამდე გადაწყვიტა რომ ცოტახნით კარიდორში მდგომ სავარძლებიდან ერთ-ერთზე ჩამომჯდარიყო და დაესვენა. ექიმთან რომ არ შესულიყო არ შეიძლებოდა, რადგან ამას მისი უფროსი აუცილებლად გაიგებდა და შედეგებზე ფიქრი არც კი სურდა.
სახე შეძლებისდაგვარად დაალაგა და ფეხზე წამოგდა, ფსიქოლოგის კაბინეტისკენ დაიწყო სვლა. რატომღაც არ სურდა რომ იმ ქალს ჰარის მდგომარეობის შესახებ რამე შეემჩნია ამიტომ, თავის დამშვიდებას და უდარდელად მოქცევას ცდილობდა.
კარებზე ფრთხილად დააკაკუნა და შემდეგ გააღო კიდევაც. ფსიქოლოგი ფანჯარასთან მდგომი სავარძლებიდან ერთ-ერთზე იჯდა და ფურცლებშუ რაღაცას ინიშნავდა- გამარჯობათ- თქვა ჰარიმ. ჰარის ხმის გაგება და ამელიას სწრაფად თავის მაღლა აწევა ერთი იყო. მამაკაცს გაკვირვებული სახით შეხედა
- აქ რას აკეთებ? - იკითხა ცოტა შეწუხებულმა და ფეხზე წამოდგა.
ჰარის ჩაეცინა მისი კითხვი გამო.- ყველა პაციენტს ამ კითხვას უსვამ? ეკითხები აქ რას აკეთებენ?- კაბინეტზე ანიშნა.
ამელიამ წარბები შეკრა და გაოგნება ვერ დამალა. საბოლოოდ კი მიხვდა მისი აქ ყოფნის მიზეზს.-ანუ შენ ხარ ის ექიმი?- ისევ სავარძელში დაბრუნდა.
- დიახ- ჰარიმ წინ დაიწყო სვლა და ისიც სავარძელზე მოკალათდა.
-გასაგებია- ეს სიტყვები და ღრმად ამოსუნთქვა ერთი იყო.
- დაძაბული ხარ?- ჰკითხა ჰარიმ.
- ნაწილობრივ. უბრალოდ ჩვენი ურთიერთობა კარგად არ აეწყო, არადა პაციენტთან ასე არ უნდა ხდებოდეს.
- ჩვენ ცუდი ურთიერთობა გვაქვს? -გაიკვირვა ჰარიმ.
- ნუ არც კარგი გვაქვს. - მხრები აიჩეჩა ამელიამ.
- მაგრამ არა ცუდი- თითები ერთმანეთში ახლართა ჰარიმ.
- კარგი. მოდი შენზე ვისაუბროთ. ჯერ კარგად გავიცნოთ ერთმანეთი. - საშუალო ზომის რვეული მუხლებზე დაიდო და თან ხელში კალამი დაიჭირა. ჰარიმ ცოტა უცნაურად იგრძნო თავი.

YOU ARE READING
ახალი ფერები (დასრულებული)
Romanceმისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იცვლება... ყველაფერი ფერებს კარგავს.. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც... ის შეძლებს ამ ადამიანის ცხოვრებაში ფერების კვლავ შემოტანას