დილით ისევ ჰარის წყალობით წავიდა სამსახურში. ერთად მგზავრობდნენ და გზაში ძალიან ერთობოდნენ, ამელია თავისი ბავშვობის ამბებს უყვებოდა და ექიმს ახალისებდა, ჰარი კი ძირითადად დუმდა და ამელიას უსმენდა.
როდესაც მანქანიდან ერთად ჩავიდნენ და საავადმყოფოს კარებიც ერთად შეაღეს, ხალხში უფრო გაღრმავდა ის აზრი რომ ეს ორი ერთად იყო. უმეტესობას ეს აზრი ახარებდა , ნაწილს კი შურის შეგრძნება არ ანებებდა თავს, მათ ვერ მოახერხეს სტაილსის გულის მოგება ამელიასგან განსხვავებით.- დროებით ამელია- ლოყაზე ნაჩქარევად მიაწება ტუჩები ჰარიმ და ლიფტიდან ღიმილით გავიდა.
ამელია რამდენიმე წუთის მანძილზე თვალებგაფართოებული იდგა და ხელი ლოყაზე იმ ადგილზე ედო სადაც წამების წინ ჰარის ტუჩები ეხებოდნენ.
თავი სწრაფად გააქნია და ხელი ლიფტის ღილაკს მიადო.როდესაც ჰარიც და ამელიაც თავის საქმეს აკეთებდნენ ამ დროს ქეითი ტკივილისგან იტანჯებოდა, მის გვერდით მისი მეუღლე იყო რომელსაც ის საავადმყოფოსკენ მიჰყავდა.
- გაუძელი ქეით მალე მივალთ- ცოლს ხელზე აკოცა და ნერვიულად გააგრძელა მანქანის მართვა.
გზაში ცდილობდა ჰარითან დაკავშირებას მაგრამ ვერანაირად მოახერხა.
ალბად ოპერაციაზეაო გაიფიქრა და სწორედაც მიხვდა. ჰარი ახლა კარდიო ქირურგს უწევდა დახმარებას ოპერაციაზე.
მაქსმა გადაწყვიტა რომ ამელიასთვის დაერეკა. რამდენიმე ზარია შემდეგ ქალმა ტელეფონი აიღო.- გისმენთ?
- იჰ ამელია კიდევ კარგი მიპასუხე- ღრმად ამოისუნთქა.
- მაქს? რამე მოხდა?- ნერვიულობა შეეტყო ხმაზე.
- ქეითი.. არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ტკივილები დაეწყო.. ახლა საავადმყოფოში მომყავს.
- კარგი კარგი. გელოდები მე მანამდე გინეკოლოგს ვიპოვი და გავაფრთხილებ.- ტელეფონი სწრაფად გათიშა და კაბინეტიდან სწრაფად გამოვარდა. ლიფტის წინ დადგა და ხელი ღილაკს დააჭირა.
იგვიანებდა.
მას ვერ დაველოდებიო და მაშინვე კიბეებზე დაეშვა.
YOU ARE READING
ახალი ფერები (დასრულებული)
Romanceმისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იცვლება... ყველაფერი ფერებს კარგავს.. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც... ის შეძლებს ამ ადამიანის ცხოვრებაში ფერების კვლავ შემოტანას