დილით ისე დატოვეს თავიანთი ბინები და ისე შეაბიჯეს საავადმყოფოში , რომ თვალითაც კი არ უნახავთ ერთმანეთი.
ამელია მთელი ღამის მანძილზე ფიქრობდა და მიხვდა რომ ნამდვილად ზედმეტი მოუვიდა, თავს უხერხულად და ცუდად გრძნობდა.
ადამიანს სიბრაზის კონტროლი რთულად შეუძლია, ასეთ სიტუაციებში ამბობს იმას რაც პირველად გაიელვებს მის გონებაში და არც კი უკვირდება ამ სიტყვებით ვის როგორ ტკენს გულს.
დილით პაციენტები არ ჰყავდა, უფრო შუადღისკენ ელოდა მათ. ამიტომ კაბინეტის დატოვება და ჰარის მოძებნა გადაწყვიტა. უნდოდა ბოდიში მაინც ეთქვა, მიუხედავად იმისა რომ ეს სიტყვა ნაკლებად გამოასწორებდა მომხდარს და მისგან მიყენებულ ტკივილს. თითქმის მთელი საავადმყოფო შემოიარა მაგრამ არაფერი.
დერეფანში ჰარის ინტერნს მოჰკრა თვალი , მას აუცილებლად ეცოდინებოდა თავისი ექიმის მდებარეობა.- ჯეკ!- ხმამაღლა დაუძახა. ბიჭიც მაშინვე გაჩერდა.
- დიახ?
- ხომ არ იცი ექიმი სტაილსი სად არის?
- ახლა ოპერაციაზეა. დღეს ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს. ავარიაში დაშავებული ადამიანები მოიყვანეს და მაგიტომ.
- გასაგებია და დაახლოებით როდის იქნება თავისუფალი ხომ არ იცი?
- არ ვიცი. - დამწუხრებულმ აუთხრა.
- კარგი. მადლობა- მსუბუქად გაუღიმა ამელიამ და უკან გაბრუნდა.
ხალათის ჯიბეში ჩადებული ტელეფონი აბზუილდა, მაშინვე ამოიღო და უპასუხა- დიახ?
- ჩემს კაბინეტში მოდი.
- კარგი.
***
-შემოდი ამელია- ქალმა კარები დახურა და უფროსის წინ დადგა- დაჯექი- მასზე დაემორჩილა.
- რამე ხდებოდა?
- რაღაც კითხვები მაქვს. - თითები ერთმანეთში ახლართა.
-გისმენთ.
- გავიგე რომ შენ და ჰარი ერთად ხართ ასეა?
YOU ARE READING
ახალი ფერები (დასრულებული)
Romanceმისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იცვლება... ყველაფერი ფერებს კარგავს.. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც... ის შეძლებს ამ ადამიანის ცხოვრებაში ფერების კვლავ შემოტანას