- არ მაინტერესებს დღეს მინდა რომ აქ მოხვიდეთ.- მკაცრად თქვა ქეითმა და მაქს დაუჯდა გვერდით - ჰარი კარგი რა.. ერთხელ გადადე შენი საქმეები და აქ მოდი.
მაქსმა ტელეფონი გამოართვა მეუღლეს და ცოტა მოშორებით გავიდა.- ჰარი მაქსი ვარ.
- გისმენ- ამოიდუდუნა მან.
- ისევ საავადმყოფოში ხარ ჰო-ჰკითხა და ზურგით კედელს მიეყრდნო.
- როგორც ყოველთვის.
- თავო გაინთავისუფლე, ამელიას ხელო დაავლე და აქ მოდით- გაიღიმა მან.
-დღეს ღამის ცვლაში ვარ მაქს!
- მერე ვინმე სხვა დარჩეს რა მოხდება?- მხრები აიჩეჩა.
- ჯანდაბა ვერ გიტანთ!
- ეგ ტყუილები ბებიაშენს უთხარი- სიცილით გათიშა ტელეფონი და ორსულ ცოლს მიუჯდა გვერდით.
-აბა?
- მოვლენ - ტუჩებზე მიეკრო.
- ძალიან კარგი. - ერთმანეთს ჩაეხუტნენ, ორივეს ხელი ქეითის მუცელზე იყო დასვენებული, ერთი სული ჰქონდათ თუ კიდევ ბავშვის დარტყმას როდის იგრძნობდნენ.
*****
- შენ მოახერხებ?- მხრებზე ხელები ჩამოუსვა და კისერში აკოცა.- მე პრობლემა არ მექნება, სამსახურს მალე ვამთავრებ.
- კარგია- ამოიოხრა და უკნიდან ჩაეხუტა
- ყველაფერი რიგზეა?- ჰკითხა ჰარის, როდესაც მისი დანაღვლიანებული სახე შეამჩნია.
- კი- ლოყაზე აკოცა ამელიას და ძალით გაიცინა. - საღამომდე.
მას მალევე მოშორდა და ოთახიდან გავიდა.
ამელიას მისი საქციიელი გაუკვირდა მაგრამ იფიქრა, ალბად გადაიღალა და ამის ბრალიაო.****
უკვე სამსახურიდან წასვლის დრო იყო, ამელია მიმღებში ელოდებოდა ჰარის. როდესაც ის გამოჩნდა, მისკენ ღიმილით წავიდა.- წავედით?
- შეგიძლია სახლში შენით წახვიდე?- ჰკითხა ჰარიმ.
YOU ARE READING
ახალი ფერები (დასრულებული)
Romanceმისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იცვლება... ყველაფერი ფერებს კარგავს.. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც... ის შეძლებს ამ ადამიანის ცხოვრებაში ფერების კვლავ შემოტანას