27

655 57 22
                                    

წესით ქეითი და ბავშვი ორი დღით მაინც უნდა დარჩენილიყვნენ საავადმყოფოში, ამ დროის მანძილზე ამელია თითქმის მთელ დროს ქეითთან და პატარა ბიჭთან ატარებდა, რომელსაც ძალიან ლამაზი სახელი შეურჩიეს და ჰარის გამო ედვარდი დაარქვეს.
როგორც ვთქვით ამელია თითქმის მთელი დღის მანძილზე იქ იყო, ნუ თუ არ ჩავთვლოთ პაციენტების ვიზიტს, ამ დროს თავისთავად თავის კაბინეტში იჯდა და დამამშვიდებელ საუბრებს მართავდა, ხოლო შესვენებისას  და ისე თავსუფალ დროს , ქვევით ჩადიოდა.
ჰარი ამაზე ეჭვიანობდა, მე საერთოდ აღარ მკითხულობ , ასე არ შეიძლება ჩემს ნათლულზე გაბრაზებული ვარო. ცხვირს აიბზუებდა და პატარა ბავშვივით გაბრაზდებოდა.

- კარგი რა ჰარი- იციოდა ამელია და ჰარის ლოყებს აწვალებდა. - ნუ მიბრაზდები..- სახე ახლოს მიუტანადა ნიკაპზე აკოცა.

- არ გამოგივა!- ზურგი აქცია.

- ჰარიიი...- დაიწუწუნა- გეყოს ბავშვური ქცევები.

- მე სულ აღარ მაქცევ ყურადღებას.

- ოჰ მისმინე!- ამელიამ ხელები წელზე შემოიწყო- კარგად მახსოვს, როგორ მითხარი ბავშვი მინდაო, ბავშვს რომ მთხოვ შენ რა გგონია სულ შენს გვერდით ვიქნები, დროის უმეტეს ნაწილს სწორედ ის პატარა წაიღებს!

ჰარიმ თვალები გააფართოვა და ამელიას მიუბრუნდა.

- მოიცა ბავშვი ახსენე?

- ჰო და რა მოხდა?- მხრები აიჩეჩა.

- ანუ.. ისა.. გინდა?- ამელიასკენ დაიხარა.

- ჯერ არ ვიცი. მე სამომავლო გეგემბზე გითხარი ჰარი- ისევ თქვა- ჰოდა რას ვამბობდი..- განაგრძო- შენს საკუთარ შვილზეც ასეთი ეჭვიანობის სცენები უნდა მომიწყო?

- არა- ჰარიმ ხელები წამში ჩამოუშვა და ამელიას წელზე მოათავსა- გპირდები ხმას არ ამოვიღებ.

- ოჰ ვითომ- თავი გააქნია.

- ნუ შეიძლევა დავიწუწუნო ხოლმე მაგრამ არ გაგიბრაზდები- გაიცინა.

ახალი ფერები  (დასრულებული)Where stories live. Discover now