თავისი პაციენტის შემოწმების შემდეგ საავადმყოფოს დერეფნებში მოყვა სიარულს, მეტი ოპერაცია დანიშნული არ ჰქონდა, რაც არ მოსწონდა. მიჩვეული იყო მთელი დღით დაკავებას და ოპერაციების კეთებას, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. დღეში მხოლოდ ერთი ან ორი ოპერაცია ენიშნება.
უცებ წინ ერთ-ერთმა ქირურგმა ჩაუარა რომელიც დაბღვერილი იკეთებდა თავსაბურავს.- რამე მოხდა?- ჰკითხა ჰარიმ.
- ჰო ოპერაცია დამინიშნეს. - სწრაფად ლაპარაკობდა დერეკი.
- მოიცა- თავი გააქნია ჰარიმ- მე რომ ოპერაციაზე შევიდოდი, ამ დროს შენც ხომ ემზადებოდი საკუთარისთვის?
- კი. - თავი დაუქნია- არ ვიცი მაგრამ ორჯერ მეტი დატვირთვა მაქვს. ეს კი მკლავს- დაღლილმა ამოიოხრა.
- თუ გინდა მე გადავიბარებ ამ ოპერაციას, დღეს ერთის მეტი ისედაც არ ჩამიტარებია.
- მადლობა ჰარი. დოკუმენტები პაციენტის შესახებ აქაა- საქაღალხე გადასცა- გაეცანი. ჩემი გადამჩენელი ხარ. - გაეცინა- ახლა კი წავალ დავიძინებ. მთელი ღამე არ მიძინია.
ჰარიმ თავი დაუქნია, დერეკი კი წამებში გაუჩინარდა.
სტაილსმა კი ხელში პაციენტის ანკეტა კონფორტულად დაიჭირა, რათა უფრო კარგად გაეცნო ის.- ხვალ ისევ იგივე დროს გელოდებით- თბილად გაუღიმა ამელიამ ახალგაზრდა ქალბატონს- გირჩევთ რომ ბუნებასთან კავშირი იქონიოთ. ეს დაგამშვიდებთ.
- მადლობა. - ის ფეხზე წამოდგა და ნელი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ.
ესეც მისი პირველი პაციენტი. ნუ შეიძლება ჰარი იკავებს მისი პაციენტის ადგილს მაგრამ იმითი თუ ვიმსჯელებთ რომ ამელიასთან საერთოდ არ უსაუბრია და ასევე ოფიციალურად არ დაგეგმილა მათი სიანსი, მაშინ გაგვიჭირდება რომ ჰარის მისი პირველი პაციენტის წოდება მივანიჭოთ.
სიამოვნებას გრძნობდა. რადგან ხვდებოდა რომ ამ ქალს დაეხმარებოდა და ისვ დაუბრუნებდა სიცოცხლის სურვილს და ბედნიერების რწმენას.
YOU ARE READING
ახალი ფერები (დასრულებული)
Romanceმისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იცვლება... ყველაფერი ფერებს კარგავს.. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც... ის შეძლებს ამ ადამიანის ცხოვრებაში ფერების კვლავ შემოტანას