- ამელია მერმდენენ უნდა მოიქცე ასე? - ოფიცერმა ამოიოხრა- ის ბიჭი გიჩივის. რა გავაკეთო ახლა?- მამა ღირსი იყო და იმიტომ დავარტყი და ახლა ისე ნუ მექცები თითქოს ორი წლის ბავშვი ვიყო.
- ჰოდა ნუ იქცევი ეგრე!
- ორი წლის ბავშვები მუშტებს არ ურტყამენ ბიჭებს მამა და არ ცხვირს უტეხავენ-ჩაიცინა და სავარძელზე გასწორდა.
- მეტჯერ ასე აღარ მოიქცე. 23 წლის ქალი ხარ ამელია! ასეთი ქცევა არ შეგშვენის.
-მგონი ყოველთვის მეუბნებოდი რომ სხვისი დაჩაგვრის უფლება არავის არ უნდა მივცე. - წარბები შეკრა.
- მართალია მაგრამ ყველას არ უნდა ურტყა. - წინ გადმოიხარა.
- ლაპარაკი არ ესმით ასე რომ ძალას მივმართავ ხოლმე-მხრები აიჩეჩა.
- მტანჯავ..-ამოიოხრა-ახლავე წადი აქედან და სახლში მიდი.
- და იმ ბიჭს რას მოუხერხებ?
- მე მივხედავ მაგ საქმეს, გადავაფიქრებინებ საჩივრის შემოტანას.
- კარგი- ამელია ფეხზე წამოდგა და კაბინეტი დატოვა.
ჰარი ჯერ კიდევ გარეთ იჯდა რადგან პოლიციელმა წერილობითი ჩვენება ჩამოართავ და თან ხელიც მოაწერინა, ამან კი დრო წაიღო.
ამელიამ ის შეამჩნია, ერთმანეთს წამიერად ჩააშტერდნენ თვალებში, გოგონამ გაუღიმა და განყოფილებიდან გავიდა.
ჰარიც მას მიყვა უკან, ვერ მიხვდა რატომ დაინტერესდა ამ უცნობით ასე ძალიან. ჰარიმ ტაქსის მოლოდინში მყოფ გოგონას გვერდი აუარა და მანქანაში ჩაჯდა.
სახლში წასვლას აპირებდა და მანქანაც დაძრა მაგრამ სანამ გვერდს ჩაუვლიდა ამელიას, იქამდე მის წინ გაჩერდა და საპირისპირო მხარეს არსებული ფანჯარა ჩამოსწია. ამელიას გაოცებულ სახეზე ჩაეღიმა.- რამე გნებავთ?- ჰკითხა მან ,თან წარბი ასწია და ხელები გადაიჯვარედინა.
- უბრალოდ თქვენი წაყვანა. - უპასუხა ჰარიმ.
- ოჰ - თავი გააქნია მან - სამწუხაროდ რაც თქვენ გინდათ იმას ვერ მიიღებთ.
YOU ARE READING
ახალი ფერები (დასრულებული)
Romanceმისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იცვლება... ყველაფერი ფერებს კარგავს.. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც... ის შეძლებს ამ ადამიანის ცხოვრებაში ფერების კვლავ შემოტანას