მაქსის დარიგებების შემდეგ ჰარიმ ჯერ კაბინეტი შემდეგ კი საავადმყოფო დატოვა და მაშინვე ამელიას სახლისკენ გაეშურა.
გზაში ათასი ფიქრი უტრიალებდა, არ იცოდა მის თვალწინ საუბარი როგორ დაეწყო და როგორ უნდა გაემჟღავნებინა თავისი გრძნობები.
როდესაც სადარბაზოსთან გაჩერდა მანქანიდან ნელა გადავიდა და შიგნით შევიდა.
ამელიას სახლის კარების წინ იდგა და კარებზე აკაკუნებდა.
სახეზე ღიმილი აიკრო როდესაც სახლიდან ხმაური გაიგო, მაგრამ ეს ღიმილი სახიდან მალევე მოშორდს როდესაც კარების მიღმა ნაცნობი მამაკაცის ზეინის სახე დაინახა.
წარბები შეკრა და სახე მოეღუშა.- შენ აქ რა გინდა?!-ცალი ხელით კარების ჩარჩოს დაეყრდნო.
ზეინი რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ უკან ამელია გამოჩნდა.- ჰარი? აქ რა გინდა?- ჰკითხა.
- შენთან საუბარი მინდოდა- ზეინს გახედა.
- რა თემაზე?-ჰკითხა ამელიამ.
-იქნებ მარტო გვესაუბრა?- ზეინმა თავი უხერხულად მოიქექა.
- ამელია მე წავალ. მადლობა ყველაფრისთვის.
- არაფრის ზეინ- ღიმილით დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ზეინი კიბერბს ქვემოთ ჩაუყვა , ამელია კი ჰარის მიუბრუნდა. - რა გინდოდა?- ხელები გადაიჯვარედინა.
- ზეინს აქ რა უნდოდა?!- ამელიამ მის ტონზე წარბები შეკრა.
- ვალდებული არ ვარ გითხრა. ახლა კი დასვენება მინდა, დავიღალე- კარები ცხვირწინ მიუხურა, ჰარი კი გაშეშებული დატოვა.
მიხვდა რომ ახლა ქალთან საუბარი არ ღირდა, ისედაც გაბრაზებული იყო და არც დააცდიდა რამის თქმას, გადაწყვიტა მომავალი დღისთვის გადაედო ეს საქმე.
სახლში შევიდა და ოთახში შევიდა რომ მოწესრიგებულიყო ვახშმობამდე.დილით როდრსაც გაიღვიძა, თავს ენერგიულად გრძნობდა, დღეს ხომ ამელიას გრძნობებში უნდა გამოტყდომოდა?
სწრაფად მოემზადა და სახლი დატოვა, უნდოდა ამელიას კარებზე დაეკაკუნებინა მაგრამ გადაიფიქრა და კიბეებს ჩაუყვა.
YOU ARE READING
ახალი ფერები (დასრულებული)
Romanceმისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იცვლება... ყველაფერი ფერებს კარგავს.. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც... ის შეძლებს ამ ადამიანის ცხოვრებაში ფერების კვლავ შემოტანას