22

685 53 29
                                    

 
-უკეთ ხარ?- თბილი საფენი კისრიდან მოაშორა.

- კი. აღარ მტკივა- გაიღიმა და სისველე კისრიდან ერთჯერადი ხელსხოცით მოიწმინდა.

- მაინც არ დაიტვირთო თავი. - გაუღიმა.

- კარგი.  მაგრამ თავი ბავშვი მგონია- ჩაიბურტყუნა.
ამელიამ ჩაიცინა და სამზარეულოსკენ წავიდა.

- სად მიდიხარ?

- გასძახა ჰარიმ?

- საჭმელს გავაკეთებ. -  ქვედა თაროდან, საშუალო ზომის ქვაბი გამოიღო და წყლით აავსო, შემდეგ გაზქურაზე დადგა და შიგნით  პატარა ზომის ვერმიშელი ჩაყარა და მათ მოხარშვას დაელოდა. 
პარალელურად მაცივრიდან საჭირო პროდუქტები გამოიღო და დახლზე დააწყო. 
დაახლოებით 15 წუთში ვერმიშელი უკვე მოხარშული იყო, მანაც ფრთხილად გადმოიტანა ის და წყლისგან განაცალკევა.
შემდეგ თაროდან საჭრელი დაფა და დანა გამოიღო. ქვედა თაროდან კი ერთი თავი ხახვი აიღო და მათი გაფრცქვნას შეუდგა.
გარე საფარველის მოშორების შემდეგ, ხახვი გარეცხა და შემდეგ მის დაჭრას შეუდგა.  ტაფა გაზქურაზე დადო, როდესაც ცოტა გაცხელდა ზეთი დაასხა და დაჭრილი ხახვიც ზედ დაყარა, მისი მოთუშვა დაიწყო. როდესაც ესეც  შეასრულა,  საშულო ზომის მეოთხედი პომიდორის პასტა შეურია, შემდეგ კი ნახევარი ჭიქა ნაღები. ცოტა სიცხარისთვის წითელი წიწაკაც შეურია. როდესაც მასამ ცოტა ფერიც შეიცვალა, მოხარშული ვერმიშელიც დააყარა,  საშუალო ზომის ჭიქის მეოთხედი წყალი და ერთი სუფრის კოვზის ზომის კარაქი.

- საშინლად კარგი სუნია- სამზარეულოში ჰარი შემოვიდა და გვერდით დაუდგა.

- იმედი მაქვს მოგეწონება- ყველი პარმეზანის ძალიან წვრილად დაჭრა გააგრძელა.

- როგორ შეიძლება რომ ეს არ მომეწონოს.  - გაიღიმა და ამელიას ლოყაზე აკოცა. -თეფშებს და საჭირო ნივთებს გამოვიღებ.

-მიდი. - ამელიამ ტაფაზე მყოფ მასას ყველიც დააყარა და გემოვნებით მარილიც შეურია.   კარგდ ამოურია და როდესაც შეამჩნია რომ ყველი უკვე გამდნარი იყო შეეშვა და ქურაც გათიშა.  - თეფშები მომაწოდე- ჰარი მოს სიტყვებს დაემორჩილა
თეფშებზე დადო თავისი კერძი და თავზე კიდევ მოაყარა ყველი.

ახალი ფერები  (დასრულებული)Where stories live. Discover now