ოთახიდან გამოვიდა, კიბეებს ჩაუყვა და სამზარეულოში შევიდა, ტრადიციულად იქ გაზგურასთან მდგომი მაქსი და მაგიდასთან მჯდომი ორსული ქეითი დახვდა.
- როგორ ხართ?- თქვა და თვითონაც მაგიდას მიუჯდა.
- კარგად. - ხელი მუცელზე მოისვა ქეითმა- უკვე ჭირვეულობა დაიწყო.
ჰარის გაეღიმა- და საჭმელს ითხოვს- განაგრძო ისევ ქეითმა.
მაქსს ჩაეცინა.- უთხარი რომ ცოტახნით მოითმინოს. ნუ არის ღორმუცელა. - ქეითმა ისევ გამობუშტა ტუჩები.
- ამას აღარ გაპატიებ.
- ბოდიში- ლოყაზე აკოცა ცოლს, შემდეგ კი ჰარის მიუბრუნდა რომელსაც ღიმილი აეკრო სახეზე- გამოფხიზლდი- გაიცინა.
- რა არის?
- დღეს სამსახურიდან მოხვალ თუ არა ბინის სანახავად წავიდეთ.
- რა ბინის?- გაიკვირვა ჰარიმ.
- აღარ გახსოვს?- წარბი ასწია მაქსმა- შენსთვის ბინა ვიპოვე, თან მისაღებ ფასად.
- ჰო. წავიდეთ და ვნახოთ. იყიდება ჰო?
- კი.
- მშვენიერია, შევეცდები ადრე გამოვიდე.
- კარგი, წამოსვლამდე დამირეკე და მზად დაგხვდები.
- კარგი- ფეხზე წამოდა. - დროა წავიდე.
- არ ისაუზმებ?- იკითხა ქეითმა.
- არა- იქვე ბანანს ხელი დაავლო- ჯერ ესეც მეყოფა.
- ჰარი ასე არ შეიძლება კარგად უნდა იკვებო, და მგონი ამას მე არ უნდა გეუბნებოდე რადგან ექიმი ხარ და ამდენი უნდა გესმოდეს!- გაბრაზდა ქეითი.
- კარგი- ხელები მაღლა ასწია- ვისაუზმებ და ისე წავალ. ორსულებთან კამათი არ ღირს- ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაიბურტყუნა.
საუზმე დააარულა თუ არა პირი მოიწმინდა, წყალი დაილია და ქეითს მიმართა.
- ახლა შეიძლება წავიდე?- გაეღიმა.
- ახლა კი- კმაყოფილმა თქვა და ახლა შოკოლადის ნამცხვარს დაესხა თავს. ჰარიმ მასზე ჩაიცინა.

YOU ARE READING
ახალი ფერები (დასრულებული)
Romanceმისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იცვლება... ყველაფერი ფერებს კარგავს.. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც... ის შეძლებს ამ ადამიანის ცხოვრებაში ფერების კვლავ შემოტანას