დილით ამელია ადგა ჰარიზე ადრე და თავიც მოიწესრიგა. ოთახი დატოვა და მისაღებში ჰარისთან გავიდა. დაინახა თუ როგორ ჰქონდა ჰარის თვალები დახუჭული, კულულა თმები არეული ჰქონდა ხოლო, ტუჩები საყვარლად გამოებზიკა და ძილს ისე აგრძელებდა.
გაეღიმა მასზე.
ფრთხილად დახარა თავი.- ჰარი გაიღვიძე- ცოტა ჩუმად უთხრა- ჰარიი!- ხელი მხრებზე დაადო და ისე სცადა მისი გაღვიძება. მაინც არანაირი შედეგი.
თვალები აატრიალა.
ხელი ლოყაზე მსუბუქად დაარტყა-ჰარი!- მანაც უცებ თვალები გაახილა.
- ვის გაუგია ასე ადამიანის გაღვიძება?- ამოიბურტყუნა. ნამძინარევზე უფრო დაბოხებული ჰქონდა ხმა.
- აბა ნაზად ვერ გაგაღვიძე- გაიცინა- მიდი მოწესრიგდი მე კი მანამდე საუზმეს გავამზადებ. ადექი!- ხელი მკლავზე დაავლო და მისი წამოწევა სცადა.
- თუ მაგარი ხარ ხელში ამიყვანე აბა- გაიცინა ჰარიმ.
-არც იოცნებო!-სამზარეულოსკენ გავიდა.
- ვითომ შეძლებდი!-მიაძახა ჰარიმ და სიცილით წამოდგა დივნიდან.
იქაურობა მოაწესრიგა, პლედი ლამაზად დაკეცა, ერთ კუთხეში დადო და ზედ ბალიში დაადო.
სააზაბაზანოს მიაშურა რომ მომზადებულიყო.
ამელია კი სამზარეულოში ტრიალებდა და ომლეტს აკეთებდა.
შორიდან რომ შეგეხედად იფიქრებდიატ რომ ეს პატარა ლამაზი ოჯახი იყო, რომლის შემქმნელებსაც ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.როდესაც ჰარი სააბაზანოდან გამოვიდა თმები ცოტა სველი ჰქონდა.
მაგიდასთან დასხდნენ და საუზმობა დაიწყეს.- თმები სველი გაქვს?- ჰკითხა ამელიამ და წვენის ჭიქიდან ერთი ყლუპი მოსვა.
- ცოტა- მხრები აიჩეჩა.
- გაიშრე ეგრე არ გახვიდე. ექიმი ხარ და მგონი უნდა იცოდე რომ საშიშია.
- კარგი ჰო.
საუზმობა დაასრულეს თუ არა ამელიამ ჰარი თავის ოთახში გაუშვა და უთხრა რომ თმები სასწრაფოდ გაეშრო. ისიც აღარ შეეწინააღმდეგა და მის ნებას დაჰყვა.
YOU ARE READING
ახალი ფერები (დასრულებული)
Romanceმისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი იცვლება... ყველაფერი ფერებს კარგავს.. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც... ის შეძლებს ამ ადამიანის ცხოვრებაში ფერების კვლავ შემოტანას